ESPN-ის ჟურნალისტის, მოი ლორენის ინფორმაციით, ლიონელ მესი სატრანსფერო საგის დაწყების შემდეგ პირველ განცხადებას დღეს, თბილისის დროით 19 საათზე გააკეთებს.
ლეო ოფიციალურად დაადასტურებს, რომ “ბარსელონას” შემადგენლობაში რჩება.
ცნობილი ჟურნალისტის, მარსელო ბეშლერის ცნობით, განცხადება მომდევნო 20 წუთის განმავლობაში გავრცელდება.
კიდევ ერთი ჟურნალისტის, სემ ლის ცნობით (The Athletic) კი რეალურ ცნობაში არა ესპანეთის, არამედ გაერთიანებული სამეფოს დრო იგულისხმებოდა, ანუ ჩვენი დროით 20 საათი.




რავი რა, იმ თვალსაზრისით რო ლეოს ჩვენ საყვარელ კლუბში ვნახავთ კიდევ ერთი სეზონი ძალიან კარგია. მართალია მისმა ქცევამ გამაღიზიანა ძალიან, მარა იმდენი გააკეთა გუნდისთვის ეპატიება და ტრიუმფით გაცილება უკუთვნის. რო გავიხსენე ის ემოციები რაც ლეომ გვაჩუქა ყველაფერი უკან წავიღე. რო ვაკრიტიკებდი სულაც არ ნიშნავს რო არ ვაფასებ. რო გიყვარს და აფასებ ადამიანს ზუსტად მაგიტომ გწყინს, ერთი რიგითი ფეხბურთელი რო ყოფილიყო ასეთი ქცევა არავის გაუკვირებოდა.
შენ ვიცი ძაა ნ რო გიყვარდა მიტო აკრიტიკებდი მაგრამ აქ ხალხმა სიტყვები უძახა პროსტა არ ვიცი მაგათმა მომავალში მესის სახელი დადებით კონტექსტში რა ნამუსით უნდა ახსენონ. ისე კი დამიჯერე რა ყველა თავისი ცხოვრების ატონ პატრონია და ჩარევის უფლება არავის აქვს
ამ ეტაპზე ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა სუარესის და მესის ერთად გაშვება არ შეიძლება თუ გასაშვები ვინმეს ეს ბარსას მთლიანი დაცვა და ბუსკეტსია!!!
8 ის 15 წუთია ლეო ჩემო ძმაო
P.s 45 წუთით გადაიდოო
ეგრეც ვფიქრობდი რომ არ დატოვებდა 😊
ეს აიწყვიტავს რომც დატოვონ : D