“ბარსელონა ბ-ს” ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, დანი მორერი, პორტუგალიური კლუბის, “ფამალიკაუს”, ღირსებას დაიცავს.
ტრანსფერის სრული ღირებულება 400 ათასი ევროა.
გარდა ამისა, მორერის მომდევნო გაყიდვიდან “ბარსა” ღირებულების 45%-ს დამატებით მიიღებს.
დანიმ ხელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა, გამოსასყიდი თანხა კი 10 მილიონი იქნება.
22 წლის ფეხბურთელს პირველ გუნდთან ვარჯიში ხშირად უწევდა, თუმცა არც ერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.
2019/20 სეზონში მორერმა “ბარსა ბ-ს” შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 4 ასისტი იყო.



