“ბარსელონას” პრეზიდენტს, ჟოზეპ მარია ბართომეუსა და კატალონიური კლუბის ვარსკვლავის, ლიონელ მესის მამას, ხორხე მესის შორის გამართული პირველი შეხვედრა დასრულდა.
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა, რომელსაც ბართომეუ – დირექტორთან, ხავიერ ბორდასთან, მესის მამა კი ადვოკატთან ერთად ესწრებოდა, 1 საათი და 30 წუთი გაგრძელდა. მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
წყაროს ცნობით, ბართომეუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არგენტინელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, ხორხე მესი კი ეძებს გზას, თუ როგორ დაოტოვოს მისმა შვილმა კატალონიური კლუბი.
ანუ ტიპებმა რა დნეზე მიიყვანეს კაცი რომ დარჩენის გაგონებაც არ უნდა, არადა ბარსა იყო მისი ყველაფერი
გულწრფელად მგონია რომ სხვა გუნდში გადასვლით კარიერის ბოლო წლებს აირევს … არ ვიცი რატომ , არ მაქვს რაიმე ლოგიკური არგუმენტი , უფრო ინტუიციურად მგონია … და ეს ყველაზე მეტად არ მინდა .
ანუ, კიდევ რამდენიმე ჩაალაგებს ბარგს და ბოლოს ბართომეუც გადადგება
კიდევ ცოტა ბლა,ბლა,ბლა და მერე დაიდება მესისა და კუმანის ხელიხელგადახვეული სურათი, რომ "ერთმანეთს გაუგეს"
ესაა ჩემი პროგნოზი
ამ ვირთხის მოსაშორებელ ხელმოწერებზე რა ხდება ვინმემ ხომ არ იცის? თუ ისევ ჩაისვარეს.
ბართომეუმ მიიყვანა მესი ამ დონემდე.ახლა თუ უნდს რომ რამე გამოასწოროს ყველანაირად უნდა ეცადოს გზა ჩაუკეტოს და არ გაუშვას.
ანუ წმენდა გრძელდება, კიდე ბევრის ბარგია ჩასალაგებელი :))
მაგაში მაინც გამოდექი ბართომეუ არ გაუშვაა 😆😆 ოფტიმისტურად ვუყურებ სეზონს და კუმანსსაც ❤️😌🥰ტრებლს ველოდები… ზუსტად ასეთ დროს ვიცით აფეთქება ასე იყო 2014 წელსაც მახსოვა როცა ავფეთქდით… მართალია მაშინ უკეთესი ფეხბურთელები გვყავდა მაგრამ არც აქხლა გვყავს ცუდი… ბალანსის შემთხვევაში წაატება მოვა. 🥰😌