workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ივან რაკიტიჩი “სევილიაში” დაბრუნდა

ოფიციალურად: ივან რაკიტიჩი “სევილიაში” დაბრუნდა

უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი კარერას კვლავ “სევილიაში” გააგრძელებს.

ანდალუსიურ კლუბს ყოფილი ფეხბურთელის კლუბში დაბრუნება 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა, გარდა ამისა გათვალისწინებული იქნება ბონუსები 9 მლნ. ევროს სახით. რაკიტიჩი “სევილიასგან” საკმაოდ გრძელვადიან კონტრაქტს მიიღებს, რომელიც 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი.

ხვალ, 2 სექტემბერს, “ბარსელონაში” ივან რაკიტიჩს დაემშვიდობებიან. ცერემონია თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და პრესკონფერენციაც შედგება.

“სევილიაში” გატარებული 3 სეზონის შემდეგ, 2014 წლის ზაფხულში, ივან რაკიტიჩი, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ, “ბარსელონაში” გადაბარგდა, სადაც მან შთამბეჭდავი 6 სეზონი ჩაატარა, დღეს კი ევროპა ლიგის 6-გზის ჩემპიონ გუნდში დაბრუნდა.

ხორვატმა ნახევარმცველმა კატალონიაში გატარებულ 6 სეზონში შეძლო და მოიგო: 1 ჩემპიონთა ლიგა, 4 ლა ლიგა, 4 სამეფო თასი, 1 საკლუბო მუნდიალი, 1 ევროპის სუპერთასი, 2 ესპანეთის სუპერთასი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (33)

  • basa7
    schedule 01 სექ 2020, 17:35
    #20

    მე პირადად არ ვარ რაკიიჩის დიდი ქომაგი მაგრამ იმის პირობაზე რაც რაკიტიჩმა მისთვის უცხო პოზიციაზე ითამაშა 6 წელი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თან არ დაუწუწუნია, ნამდვილი კულეა მოგვწონს თუ არა. ნუ დავივიწყებთ, სხვა თუ არაფერი მარტო რეალთან კარგი თამაშები და გოლები გავიხსენოთ

  • Magician
    schedule 01 სექ 2020, 17:29
    #19

    შეიძლება ვინმესთვის მძორი და გამოუსადეგარი ფეხბურთელია, მაგრამ ივანი ადამიანია, რომელიც ბოლომდე კულედ დარჩა.
    კი, აშკარა იყო, რომ რეგრესი ჰქონდა, თუმცა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მოედანზე გამოდიოდა და ბოლომდე იხარჯებოდა. რაც შეეძლო, იმას აკეთებდა. არც სათადარიგო სკამზე ყოფნას თაკილობდა <3

    კიდევ ერთხელ, მადლობა ივან! პირადად ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად დარჩები! ლეგენდავ, შენც ღირსეულ გაცილებას იმსახურებ <3

  • Henry
    schedule 01 სექ 2020, 17:27
    #18

    მემგონი ვინც რაკიტიჩს ესე აკრიტიკებთ მარტო წელს უყურეთ ბარსელონას თამაშებს ხო ? კიდე ერთხელ ეტყობა ეტყობა რამდენად უნიათო მმართველობა გვყვავს რაკიტიჩი 10 მილიონად საიდანაც 8 მილიონნს შემდეგ სეზონში მივიღებთ, ვიდალი უფასოდ, სუარესი თუ წავიდა იმასაც უფასოდ გაუშვებენ სავარაუდოდ. აი რა შედეგი მოიტანა ამხელა ფულის გადახდამ ფეხბურთელებში რო ტრანსფერებს ვეღარ აკეთებენ ბუმია სატრანსფერო ბაზარზე გუნდები ძლიერდებიან ლიდსი უკეთეს ტრანსფერებს აკეთებს ვიდრე ბარსელონა. მანჩესტერი უპამენკოს 50 მილიონად უმიზნებსო ამ ფასად მასეთი მცველის გაშვება შეიძლება. რატო ვყიდით იმედის მომცემ მარჯვენა მცველს ემერსონს როცა ნათლად გამოჩნდა რამდენად სუსტი მცველია სემედუ ბაიერნთან მაინც ვერ ვიგებ.
    შემდეგ სეზონში თუ მესიმ დაგვტოვა სტანდარტული გუნდი იქნება რასაც ქვია ჩამოშალეს გუნდი. ეხლა ვკითხულობდი იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუს როგორ აქებს ჰაკანს 10 ნომრიან მაისურის ტარებისთვის და როგორ ლაპარაკობს მის შრომაზე , განვითარებაზე ბოლო 4 სეზონში ვინც ვიყიდეთ უმტიტის და ტერ შტეგენის გარდა ფეხბურთელი არ განვითარებულა ჩვენ გუნდში. სუარესი იმისი ნახევარსაც კი არ თამაშობდა რასაც ლივერპულში აკეთებდა, დემბელეზე კოუტინიოზე გრიზმანზე ლაპარაკი ზედმეტია. დე იონგი ბევრად ცუდია ვიდრე აიაქსში და ფატი რომელიც სკოლიდან გადმოიყვანეს. ეს გაგრძელდება ამ სეზონშიც რატო უნდა ვიყიდოთ ვაინალდუმი როცა ტიაგოს დაბრუნება შეიძლება ბევრად ნაკლებში. რა ხდება ეს რა უბედურებბაა რისი იმედი უნდა გქონდეს რას აკეთებენ ვერვიგებ საერთოდ ვერაფერს და ეს კუმანი მეზიზღება უკვე.

  • El Guaje
    schedule 01 სექ 2020, 17:26
    #17

    კომენტარებს ვკითხულობ და ვხვდენი რომ სასტავი მესის იქეთ ვერ იხედება 😀 რაკიტიჩზე რეებს ბაზრობთ კაი რა 😀

  • Nika92
    schedule 01 სექ 2020, 17:20
    #16

    რაკეტას მოშორებისთვის იქით უნდა მიგვეცა ფული და რახან აქეთ გვირიცხავენ არაა ცოტა და შევირგოთ.თქვენი მიკვირს რა ამ კორონის გამო გრანდები კოტრდებიან და ჩვეულებრი კლუბისგან რატო ელოდებით 20 30 მილიონის გასროლას ტრანფერსებში ანდა რაკეტა 30 მილიონად ვის რა ფეხებად უნდა

  • ousmane dembele 11
    schedule 01 სექ 2020, 17:18
    #15

    სირცხვილია უბრალოდ ჩვენ რო 31წლის რაკიტიჩს 50 მილიონზე ნაკლებად არ გამოგვატანდნენ ესენი კიდე 1,5მილიონად ყიდიან

  • TALIBAAAN
    schedule 01 სექ 2020, 17:18
    #14

    კოუტინიო როდის ბრუნდება?

  • El Guaje
    schedule 01 სექ 2020, 17:16
    #13

    რაკეტააა <3 როგორ მევასები ! პირადად ჩემთვის ლეგენდა ხარ <3 არ დამავიწყდება შენი გასროლები და რამდენჯერ გადაგვარჩინე

  • ferreira10
    schedule 01 სექ 2020, 17:12
    #12

    წარმატებები რაკეტას<3

    ისე რამდენმა ამოისუნთქა:))

  • grizmann
    schedule 01 სექ 2020, 17:12
    #11

    კოუტინიოს ვიბრუნებთ ხო?

  • Giorgi99
    schedule 01 სექ 2020, 17:09
    #10

    როგორც იქნა მოაშორეს მძორი, ბოლო სამი სეზონი სიარულში გაატარა.

  • xaviesta
    schedule 01 სექ 2020, 17:06
    #9

    ვინ იქნება შემდეგი ,ვიდალი ?

  • ana anukii
    schedule 01 სექ 2020, 16:59
    #8

    ასეთი დონის ფეხბურთელში 1.5 მილიონი ძაან ცოტაა

  • InFiNiTe8
    schedule 01 სექ 2020, 16:59
    #7

    1,5ად გაყიდეს როცა გასულ ზამთარს 50 მილიონს იხდიდა პსჟ და მანჩესტერი 😇 იმედია 9 მილიონიან ბონუსებს მაინც მოგვცემენ უეჭველი, მაგრამ რაკეტაში 10,5 ძაან ცოტაა :/

  • cezo45
    schedule 01 სექ 2020, 16:55
    #6

    ბიჭოო მე რამიკვირს იცით ეს ბარსელონა ფეხბურთელს როცა ყიდულობს 80 მილიონზე ნაკლებს არიხდის არავისში მარა ჩვენგან სხვა კლუბები თითო მილიონად რანაირად ყიდულობენ მერე? ან ვაბშე უფასოდ ვკარგავთ ფეხბურთელებს ან თითო მილონად ვჩუქნით.. ვიდალი ვაბშე უფასოდ მიდისოო :დდ ვაახ ბიჭოოოო ტაშიი ბართუშას იმენა ესმის კაცს სატრანსფერო პოლიტიკა და მოკალი თუ გინდაა:დდდ😂.
    რაკიტიჩს კიდევ წარმატებები და მადლობა რაც ბარსასთვის გააკეთა მართლა ბოლო პერიოდის გამორჩეული ნახ.მცველი იყო ხავი ინიესტას მერე ♥️♥️♥️

  • Ronaldinho..
    schedule 01 სექ 2020, 16:53
    #5

    წარმატებები ივან)
    დონეა რაკეტა ძალიან,,

  • M10 S9 D11
    schedule 01 სექ 2020, 16:52
    #4

    ოფიციალურად დავისვენებ 4 წლიანი ტანჯვა-წამების შემდეგ რაც ამის თამაშით მივიღე ადიოს შე მძორო ნეტა აქამდე გაეშვი

  • Wtf man
    schedule 01 სექ 2020, 16:51
    #3

    წარმატებები რაკეტ. დრო იყო წასვლის

  • Alien messi
    schedule 01 სექ 2020, 16:50
    #2

    წარმატებები სევილია ამის მისვლით ორმაგად გაძლიერდება და ვინ იცის ჩემპიონობაზეც გაიწიოს🤔

  • Berlinetta♥
    schedule 01 სექ 2020, 16:49
    #1

    ვაიმეეე 😍😍😍🥰🥰🥰🥰🥰🥰 ივან