მადრიდულ პრესაში ხოტბა შეასხეს “ბლაუგრანას”. გამოცემები, რომლებიც მუდამ მადრიდის “რეალს” აქებენ, ქედს იხრიან დღევანდელი “ბარსელონას” წინაშე, რომელიც გუშინ ევროპის საუკეთესო გუნდი გახდა, დაამარცხა რა ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი”, ანგარიშით 3:1. გოლები პედროს, მესისა და ვილიას ანგარიშებზეა.
AS.COM
“სუპერბარსა”
“ბარსელონას” ესპანური ფეხბურთი მწვერვალებზე აჰყავს
“ბარსელონამ” 3:1 გაანადგურა “მანჩესტერი”
“ბლაუგრანამ” 10 წუთში ბოლო მოუღო “წითელ ეშმაკუნებს”
საათივით აწყობილი გუნდი და შეუჩერებელი მესი
MARCA.COM

უბრალოდ ფეხბურთი… “ბარსელონა”
“ბარსელონა” 3:1 “მანჩესტერი”
დაუვიწყარი გამარჯვება “ეშმაკებზე”
3 გოლი შეუჩერებელი სამეულისგან: პედრო, მესი, ვილია
“ბარსამ” მეოთხეჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და გაუტოლდა “აიაქსსა” და “ბაიერნს”, მათ წინ იმყოფებიან “ლივერპული”(5), “მილანი”(7) და “რეალი”(9)
შესანიშნავი ჟესტი: კაპიტანმა პუიოლმა თასის აწევის პატივი თანაგუნდელ ერიკ აბიდალს დაუთმო
ფერგიუსონი: “ასე არავის დავუმარცხებივარ”
P.S. ესეც ჩემი 600 სიახლე Barcamania.Ge-ზე…



