დღეს ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის კალენდრის წილისყრა გაიმართა.
როგორც გაირკვა, “ბარსელონა” ახალ სეზონს 27 სექტემბერს, “ვილიარეალთან” საშინაო მატჩით დაიწყებს. ეს მესამე ტურის შეხვედრა იქნება – პირველი ორი ტურის მატჩი კი იმის გამო გადაიდო, რომ “ბარსელონასა” და მისი მეტოქეებისთვის წინა სეზონი უჩვეულოდ დიდხანს, აგვისტომდე გაგრძელდა.
კატალონიური გუნდი ლა ლიგას 23 მაისს, “ეიბართან” გასვლაზე თამაშით დაასრულებს.
“ბარსა” ყველაზე პრინციპული მეტოქეს, მადრიდის “რეალს”, პირველ წრეში “კამპ ნოუზე”, 25 ოქტომბერს შეხვდება, მეორეში კი სტუმრად, 11 აპრილს.
წარმოგიდგენთ რონალდ კუმანის გუნდის სრულ კალენდარს:




იმედია გუნდი დასტაბილურდება, ლალიგა უნდად მოვიგოთ აუცილებლად , ანხელინო გარსია და ჟესუსი გვინდა, სკამზეც გამოცდილი ხალხი გვეყოლება ძირითადში ახალგაზრები პრესინგს ითამაშებენ იმედია და შეტევაზე სწრაფად გადავლენ, ლიგას ამ გუნდით მესის გარეშე როგორ მოვიგებთ არვიცი 3 წელი მაინც დასჭირდება ლიგის მომგები გუნდის აწყობას
კუმანს, ყველა შემთხვევაში, ადვილი საქმე არ შეხვედრია. ვნახოთ, რა შეუძლია.
მე მჯერა ფატისი და გრიზმანის მთავარია კარგი 2 3 ტრანსფერი და ყველაფერი დალაგდება ნუ 1 წელი მაინც დაჭირდება გუნდს. მესსიზე რა ისმის გაცილებას მოუწყობენ თუ ასე უბრალოდ წავა? არადა ერთი 3 4 წლის წინ წარმოვიდგენდი 37 38 წლის მესსის რომელსაც საოცარ გაცილებას მოუწყობდა ბარცა მაგრამ ყველაფერი ხდება არაუშავს დროა ისწავლონ მაგის გარეშე თამაში მთავარია კუმანი როგორ გაართმევს თავს ამ ყველაფერს