ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ იმაზე, მოახერხებდა თუ არა ლიონელ მესი ისეთივე წარმატებით თამაშს პრემიერ ლიგაში, როგორც ამას “ბარსელონასთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონატში აკეთებდა. ცნობილი კომენტატორის, ენდი გრეის ყველაზე განთქმული ფრაზა სწორედ ამას ეხება. შეძლებდა თუ არა მესი იგივეს გაკეთებას სტოკის სველ და ქარიან სამშაბათის ღამეში?
საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ამ კითხვაზე პასუხი მალე გავიგოთ.
ცნობილი ბრიტანელი მწვრთნელი, ტონი პულისი, ლეო მესის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება.
“ახლა ბევრი ფიქრობს როგორ ითამაშებდა მესი სტოკის სველ, ქარიან ღამეში. ან თუნდაც პრემიერ ლიგის სხვა, ნაკლებად გლამურულ სტადიონზე.
ვფიქრობ, მას ეს შესანიშნავად გამოუვიდოდა. ხალხს ხანდახან ავიწყდება, როგორია ის სინამდვილეში. ის მტკიცე, ძლიერი და გუნდურია და ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებს, თავისთვის ან თავისი თანაგუნდელებისთვის საგოლე შანსი შექმნას”. – წერს პულისი The Times-ის სვეტში.
მესიმ, შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონატში ნამდვილად ითამაშოს, მაგრამ “სტოკ სიტისთან” შეხვედრის დიდი შანსი არ ექნება – “სტოკი” მეორე დივიზიონშია და წინა სეზონის შედეგის გათვალისწინებით, ახლო მომავალში დაწინაურების არც ისე დიდი შანსი ექნება.




კი კი უეჭველი🤦🏻♂️😂😂
shu1987,
ხოო, 2016 წლიდან ეტყობა რომ ინდივიდიალურზე ფიქრობდა, აბა 4 წელი ჩაჯმულ გუნდში რა გააჩერებდა ინდივიდუალურზ3 რომ არ ეფიქრა
იმის ნახევარი მესიც არაა რაც იყო ფიზიკურად განსაკუთრებით და პრემიერ ლიგაში თუ ფიზიკურად არ ხარ მაგრად ვერაფერს გახდები მესი კიარა ხუთი მესი ერთად, რონალდუ ახალგაზრდა და სწრაფი იყო ფიზიკაში ყოველთვის უმაღლეს დონეზეა ტიპი და მაგიტო გაქაჩა თორე მესის ცოტა ფიზიკურად ძლიერ გუნდებთან ისედაც უწირს თამაში მითუმეტეს სისწრაფე და გამძლეობა დაკარგული აქვს… აი ნახავთ ფეხს არ გაანძრევინებენ ნორმალურად..ბარსასი რომ ყველა მესიზე იყო აწყობილი პრემიერ ლიგაში ეგ ნებისმიერ კლუბს დაღუპავს მსგავსი მიდგომა და მესის ტყუილად აქვს იმის ილუზია ორ ოქროს მოვიგებო ანუ ინდივიდუალური უფრო აინტერესებდა ყოველთვის და ასეც არის…
ისე, მესის პრემიერ ლიგაში თამაში ძაან მაინტერესებს, ღმერთო მაპატიე :დდდ