workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ მოერგება ლეო მესი “მანჩესტერ სიტის”?

როგორ მოერგება ლეო მესი “მანჩესტერ სიტის”?

როგორც ცნობილია, ლიონელ მესიმ კატალონიის “ბარსელონას” კლუბის დატოვების სურვილის შესახებ ბიუროფაქსის მეშვეობით შეატყობინა. ლეოს შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი კი “მანჩესტერ სიტია”.

ახლა კი, Marca განიხილავს, არგენტინელი “ქალაქელთა” რიგებში რამდენად კარგად ჩაეწერება:

ძველი მეგობრები

გუნდში მესის როლს პეპ გვარდიოლა განსაზღვრავს, რომელიც ლიონელს 4 წლის განმავლობაში წვრთნიდა. 8 წლის შემდეგ კი ამის შანსი კვლავ არსებობს.

შესაძლოა, ლეომ და სერხიო აგუერომ შეტევაში შესანიშნავი დუეტი შექმნან, მათ ასევე არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი თანაგუნდელი – ნიკოლას ოტამენდი ეყოლებათ, რომელიც ლეოს ადაპტაციაში დაეხმარება.

სად შეიძლება პეპმა მესი ათამაშოს?

არგენტინელმა კარიერის საუკეთესო წლები “ბარსაში” გვარდიოლას თავკაცობისას გაატარა. კატალონიელს კვლავ შეუძლია, ლეგენდარულმა შემტევმა მის ხელში ისევ გაიბრწყინოს.

სავარაუდოა, რომ სერხიო აგუერო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციას დაიკავებს, მესი მარჯვენა ფლანგზე იასპარეზებს, ხოლო რაჰიმ სტერლინგი მარცხნიდან შეუტევს.

ამან შეიძლება ხალხს MSN (მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი) გაახსენოს, რომელსაც მეტოქეები ვერ აჩერებდნენ. ასევე, 2009 წელს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ “ელ კლასიკოში”, რომელშიც “ბლაუგრანამ”, ანგარიშით, 6-2 იმარჯვა, 49 წლის სპეციალისტმა “ლა პულგასათვის” ცრუ ცხრიანის პოზიცია შექმნა.

ლეოს ხსენებულ ამპლუაში “სიტიში” ხილვის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შეტევაში მის გვერდით რაჰიმ სტერლინგი და ახლადშეძენილი ფერან ტორესი განლაგდებიან, ხოლო კუნი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდება.

კევინ დე ბრუინის ფაქტორი

იმის თქმაც კი, რომ ლეო მესი და დე ბრუინი ერთ გუნდში ითამაშებენ, ყველაფერს ნათელს ჰფენს. ბელგიელი ბოლო სამი წელია, ინგლისურ კლუბში ბრწყინვალედ ასპარეზობს და უამრავ დაუვიწყარ მომენტს გვთავაზობს.

კევინი მესის ბევრი პასით მოამარაგებს, მისი სტილის ფეხბურთელები კი ამ უკანასკნელს ძალიან უყვარს. რაც შეეხებათ ფილ ფოდენსა და ბერნარდუ სილვას, მათ, როდრისა და ილქაი გიუნდოგანთან ერთად, ოდნავ უკან დაწევა მოუწევთ.

ჟორდი ალბას მსგავსი ფიგურის ნაკლებობა

ნეიმარის “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ, მესი-ალბას დუეტი მეტად მნიშვნელოვანი გახდა. დიდი თანხის დახარჯვის მიუხედავად, მარცხენა დაცვის ხაზი, ცენტალურ დაცვასთან ერთად, “ქალაქელთა” ერთ-ერთი უსუსტესი პოზიციაა, რაც, რა თქმა უნდა, დიდი პრობელმაა.

მოგეხსენებათ, ჟორდი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ათიანს უამრავი ასისტით ამარაგებს და მას შესანიშნავად უგებს.

პრემირ ლიგასთან ადაპტირება

როდესაც გონსალო იგუაინს ჰკითხეს, რას მოელოდა მესისგან ინგლისში, მან უპასუხა: “ინგლისი? აქ ყოველ მატჩში მცველები გეუხეშებიან, თუმცა მსაჯი თამაშს აგრძელებს. უკანახაზელები მჭიდროდ არიან განლაგებულნი. არ ვიცი, ეს ლეოზე გავლენას რამდენად მოახდენს.”

მაგრამ, უნდა ითქვას, რომ იგუაინის მოსაზრება არგენტინელის მიერ ინგლისურ კლუბებთან ნაჩვენებ შედეგს არ ემთხვევა – ლიონელმა მათ 34 მატჩში 26 გოლი გაუტანა, ეს მაჩვენებელი კი პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ბევრი მოთამაშისას აღემატება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Don_Andresito
    schedule 29 აგვ 2020, 14:23
    #6

    სიტი ყოველწლიურად კარგ შთავეჭდილებას ტოვებს (სწრაფი გუნდების წინააღმდეგ არა) და ფავორიტად მოჩანს. მერე უცებ ჩამოეძინებათ ხოლმე და ვარდებიან მონაკოებთან ლიონებთან და ტოტენჰემებთან. ბოლო 3-4 წელია ეგრეა. ლეოსაც იგივე სიტუაციაა აქვს, ჩამოეძინება ხოლმე ხან რომასთან ხან ლივესთან ხან იუვესთან და ლიგიდან ვარდება. ბაიერნთან ეგ ჩამოძინება არ იყო და იმიტო არ ვახსენე. ხოდა მერეც ერთად ჩამოეძინებათ ხოლმე 😀 რაც შეეხება იმას რო ლეო და კევინი იდეალურ დუეტს შექმნიან შეიძლება სავსებით მარა მახსოვს შეტევის მარჯვცენა და ასევე ამრცხენა ფლანგზე მOთამაშე დე ბრუინი რომელიც ისე ვერ ბრწყინავდა. იმენა ფლეიმეიქერია, ტიპიური 10 იანი. ლეოც ეგ პოზიციაა ბოლო წლებია, დე ბრუინი შემტევი ნახევარმცველია რომელიც მარჯვნიდან თამაშობს, სილვა იყო ხოლმე მარცხნიდან მარჯვნიდან კევი. ლეოც ზუსტად მაგ არეალში მოქმედებს. და შეიძლება იდეალური დუეტი კი არა ტიპიური გრიზმანი-მესის სცენარი განმეორდეს. ერთმანეთს ხელი შეუშალონ.მე პირადად ფელიქსის გარდა კევის ტრანსფერი გამიხარდებოდა სასწაულად. მანეც გაასწორებდა მარა უფრო ეგ ორი.

  • ikamach
    schedule 28 აგვ 2020, 20:17
    #5

    სულ ნაკლებად მადარდებს როგორ შეეწყობა მესი სხვა გუნდს, რა მნიშვნელობა აქვს ამას ბარსელონას გულშემატკივრისთვის ვერ ვხვდები. სულ ფეხებე მკიდია ყველა ის ფეხბურთელი ვისაც ბარსაში თამაში არ უნდა

  • Iniesta_8
    schedule 28 აგვ 2020, 19:11
    #4

    მე მგონია რომ დე ბრუინს ხელს შეუშლის. არ ეყოფა ფლანგზე სირბილისთვის ენერგია და ცენტრში შემოიწევს სადაც დე ბრუინის ადგილია

  • rivaldo80
    schedule 28 აგვ 2020, 19:00
    #3

    პეპი გონს თუ არ მოეგო და დაცვაში თამაში არ ისწავლაა სიტიში ლიგას ვერასდროს ვერ მოიგებს…მესსი კი არა მამა ზეციერი ვერ უშველის… ან რატო გიჟდებით ამ სიტიზე ეგეც გაუგებარია უსუსტეს ფეხბურთ ტამაშობს…როგორცვე ძლიერი გუნდი შეხვდება ეგრევე ინგერევა პეპის სიტიი…მოკლედ თუ რაღაცა არ შეცვალა ჯოზეს გზაას გაუყვებაა

  • Fsicofat
    schedule 28 აგვ 2020, 19:00
    #2

    მესი თუ წავიდოდა ნაღდად არ მეგონა ის ს…რი რატო არ მიდის ვინც წასასვლელია ბართლომეუსი, და ის კიდე რატო არ მოკვდა აბიდალი ლალიგას არაღ ვუყურებ არც რონი არც მესი, ლუკას ვასკეს და ბრეითუაითი რაცაა მაგათ ყურებას პორნ ო მირჩევნია

  • Messi30
    schedule 28 აგვ 2020, 18:03
    #1

    ჯობია საერთოდ დაასრულოს კარიერა მაგრამ 2 8 ანგარიშით დიდი სირცხვილი იქნება ასე რომ 1 წელი კიდე ბარსაში იდეალური გადაწყვეტილება იქნება

    ეს რა ქნა ბავარიამ