არგენტინელი ჟურნალისტის, ვერონიკა ბრუნატის ინფორმაციით, ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი, რომელიც მისი აგენტის მოვალეობას ასრულებს, ბარსელონაში გამგზავრებას კვირას აპირებს.
დღეს გავრცელდა ცნობა, თითქოს ხორხე მანჩესტერში “სიტისთან” მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა, მაგრამ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. სინამდვილეში, მესი არგენტინაშია.
დიდი ალბათობით, მესი კატალონიაში ჩასვლიდან მალევე კლუბის ხელმძღვანელებს შეხვედება და პოტენციურ ტრანსფერზე მოილაპარაკებს.
"ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი, რომელიც მისი აგენტის მოვალეობას ასრულებს"
მე მეგონა აგენტი იყო, ეს კი მოვალეობის შემსრულებელი ყოფილა!(ადმინ ქართული ენის გრამატიკას მიაწექით)
ტყვილია მესი არსად მიდის <3 ლეო რჩება
ნეიმარის თემაა მაგრამ ნეიმარისგან განსხვავებით. მესი ამბობს რომ წასვლა უნდა.
უკვე ნერვები მეშლება ამ ყველაფერზე!