workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ამ შემთხვევაში, ლეო მესი მე-7 “ოქროს ბურთს” მოიგებს – უეინ რუნი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, უეინ რუნი “ბარსელონას” კაპიტნის გარშემო აგორებულ ჭორებს ეხმაურება.

“ვიცი, რომ არგენტინელი ნელ-ნელა ბერდება, თუმცა მისნაირი ფეხბურთელი აქამდე არასდროს გვინახავს. მესის ყველაფერი აქვს – ქმნის შანსებს, იტანს გოლებს და თამაშს მიმართულებს აძლევს.

“ლა პულგასა” და კრიშტიანუ რონალდუს ყველასაგან განსხვავებული სტანდარტები აქვთ, თუმცა ლეო მაინც სხვა დონეზეა.

დარწმუნებული ვარ, რომ მესი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგებაზე არ ფიქრობს. მას შეუძლია, პრემიერ ლიგაში გადმოვიდეს და წლის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. ალბათ საუბარი “მანჩესტერ სიტიზე” ან “მანჩესტერ იუნაიტედზეა”.

თუ არგენტინელი გარშემო დე ბრუინისა და ბრუნუ ფერნანდეშის მსგავს მოთამაშეებს შემოიკრებს, რიგით მე-7 “ოქროს ბურთსაც” მოიგებს, რაც დაუჯერებელი გრძნობა იქნება”, – ციტირებს რუნის სიტყვებს TalkSport.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • saba_xavi
    schedule 27 აგვ 2020, 17:27
    #6

    ციტატა: alen halilovic

    ციტატა: saba_xavi
    მესი წასულია. რაც მალე გავიაზრებთ და შევეგუებით უკეთესი იქნება. დამთავრდა. ყველამ კარგად ვიცით მიზეზი ვინცაა ამის. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელობას. 3 წელში 2 სუპერვარსკვლავი რო გაგექცევა და იქედან ერთი ყველა დროის საუკეთთსო ფეხბურთელია დიდ კრიზისზე მეტყველებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პუიოლის ნაირი კაცი მხარს არ დაუჭერდა. აქ სტატია დაიწერა გუნდი 120 მილიონს დაზოგავს წელიწადშიო. სრული ცინიზმი. რამდენ მილიონს დაკარგავს მაგის დათვლის დროც დადგება. რაც მთავარია გუნდმა სახე დაკარგა. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც ვერ გავამართლებ ბოლომდე მესის. რა ვქნა პირველ რიგში ბარსელონას გულშემატკივარი ვარ.

    სრულიად გეთანხმები მეგობარო. მაგრამ მე ის მაინტერესებს ეს ამდენი ბარსელონაზე (და მესიზეც) შეყვარებული ლეგენდა – ხავი, გუარდიოლა, ინიესტა, პუიოლი, რონალდინიო, ეტოო, ლაპორტა, თუნდაც რაიკაარდი ან სხვები, რატო არ ერთვებიან საქმეში, ხო ხვდებიან რაც ხდება და ისიც ხო იციან რომ უდიდესი ავტორიტეტი აქვთ და ყველაფერს შეცვლიან თუ მოინდომებენ? ალბათ შიდა სამზარეულოში ხდება რამე სხვანაირად და არ ვიცით ჩვენ

    მეც მგონია რო მიდის კულისებში ჩუმი პროცესები რაც გარეთ არ გამოდს. ასე მარტივად მართლა არ იქნება საქმე მანდ დიდი ავტორიტეტები უნდა იყვნენ წესით ჩართულები. პიკეც საეჭვოდაა გაჩუმებული ასეთი რაღაცეები უბრალო დამთხვევა არაა

  • alen halilovic
    schedule 27 აგვ 2020, 17:09
    #5

    ციტატა: saba_xavi
    მესი წასულია. რაც მალე გავიაზრებთ და შევეგუებით უკეთესი იქნება. დამთავრდა. ყველამ კარგად ვიცით მიზეზი ვინცაა ამის. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელობას. 3 წელში 2 სუპერვარსკვლავი რო გაგექცევა და იქედან ერთი ყველა დროის საუკეთთსო ფეხბურთელია დიდ კრიზისზე მეტყველებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პუიოლის ნაირი კაცი მხარს არ დაუჭერდა. აქ სტატია დაიწერა გუნდი 120 მილიონს დაზოგავს წელიწადშიო. სრული ცინიზმი. რამდენ მილიონს დაკარგავს მაგის დათვლის დროც დადგება. რაც მთავარია გუნდმა სახე დაკარგა. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც ვერ გავამართლებ ბოლომდე მესის. რა ვქნა პირველ რიგში ბარსელონას გულშემატკივარი ვარ.

    სრულიად გეთანხმები მეგობარო. მაგრამ მე ის მაინტერესებს ეს ამდენი ბარსელონაზე (და მესიზეც) შეყვარებული ლეგენდა – ხავი, გუარდიოლა, ინიესტა, პუიოლი, რონალდინიო, ეტოო, ლაპორტა, თუნდაც რაიკაარდი ან სხვები, რატო არ ერთვებიან საქმეში, ხო ხვდებიან რაც ხდება და ისიც ხო იციან რომ უდიდესი ავტორიტეტი აქვთ და ყველაფერს შეცვლიან თუ მოინდომებენ? ალბათ შიდა სამზარეულოში ხდება რამე სხვანაირად და არ ვიცით ჩვენ

  • Iniesta. And messi
    schedule 27 აგვ 2020, 16:51
    #4

    ბარსაში იქნება თუ სხვაგან იმედია ოქროს ბურთსაც აიღებს და ბუცსაც

  • GUGU MSN
    schedule 27 აგვ 2020, 16:11
    #3

    ციტატა: saba_xavi
    მესი წასულია. რაც მალე გავიაზრებთ და შევეგუებით უკეთესი იქნება. დამთავრდა. ყველამ კარგად ვიცით მიზეზი ვინცაა ამის. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელობას. 3 წელში 2 სუპერვარსკვლავი რო გაგექცევა და იქედან ერთი ყველა დროის საუკეთთსო ფეხბურთელია დიდ კრიზისზე მეტყველებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პუიოლის ნაირი კაცი მხარს არ დაუჭერდა. აქ სტატია დაიწერა გუნდი 120 მილიონს დაზოგავს წელიწადშიო. სრული ცინიზმი. რამდენ მილიონს დაკარგავს მაგის დათვლის დროც დადგება. რაც მთავარია გუნდმა სახე დაკარგა. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც ვერ გავამართლებ ბოლომდე მესის. რა ვქნა პირველ რიგში ბარსელონას გულშემატკივარი ვარ.

    შენ გენაცვალე ძმაო მე საღოლ <3

    შენც მაგარი იყავი რუნი იცის ამ კაცმა ნომერ პირველი ფეხბურთელი

  • barca`barca
    schedule 27 აგვ 2020, 16:09
    #2

    მართალია.. ბერდება და ბუნებრივია აქვს სურვილი სხვა ლიგაში თამაშის.. თან პრემიერ ლიგა უძლიერესი ჩემპიონატია რატომაც არა .. მაგრამ ძაან მიჭირს ბარსას წარმოდგენა ლეოს გარეშე 🙁

  • saba_xavi
    schedule 27 აგვ 2020, 16:04
    #1