არაერთი წყარო იტყობინება, რომ ლეო მესის “ბარსელონას” დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და აზრის შეცვლას არ აპირებს. საპირისპირო ცნობა კი ახლახანს პირველად გავრცელდა.
ბარსელონაში მომუშავე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი მარსელო ბეჩლერი შემდეგ ვერსიას ავრცელებს: “მესი შეიძლება “ბარსელონაში” მისი შვილების გამო დარჩეს. მას არ უნდა მისმა შვილებმა იგივე გამოსცადონ, რაც მან თავად გამოსცადა, როდესაც პატარა ასაკში როსარიოდან საცხოვრებლად ბარსელონაში გადმოვიდა. ასე რომ, შესაძლოა, მან ტრანსფერზე უარი ოჯახის გამო თქვას.”
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესი საჯარო განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.
100% . წარმომიდგენია ახლა ლეოს როგორ ეწვის გული, ბარსამანიაზე რო კრისა უძახეს, შეიძლება საერთოდ შეეშვას ფეხბურთს.
თქვენ სტრატეგია რა არის თუ გსმენიათ? ადაირევა ახლა მესი რო გაიგებს ბარსამანიაზე ფანები ნერვიულობენო
ნელნელა ყველაფერს ეხდება ფარდა ხო ? 😂
მე მესის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ მაგრამ თოფი თუ დატენა უნდა ისროლოს კიდევაც
პრო ჯულად არა, შესაძლო ვარაუდია და დიდი ალბათობაა, რომ მზადდება ბართომეუს წასვლა მესის და პიკეს დუმილი, შესაბამისია ვფიქრობ მესი ბარსას არ დატოვებს.
პრო ჭულად იქცევა მესი, წასვლა თუ უნდა არავინ დაძრახავს, მაგრამ ასე ჩუმად ყოფნით და ფანების ნერვებზე თამაშით არამგონია კარგი სახელი დატოვოს. გამოვიდეს და თქვას რომ წასვლა უნდა და არავინ შეეწინააღმდეგება