მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ლიონელ მესის მიერ კატალონიური კლუბის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი გავრცელდა.
არგენტინული სანდო გამოცემა Olé-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” დელეგაცია შემდეგ კვირას ბარსელონაში ჩავა და არგენტინელს მის ოჯახთან ერთად შეხვდება.
წყარო დასძენს, რომ ლეო მესის მამა, ხორხე მესი ამჟამად მშობლიურ როსარიოში იმყოფება, თუმცა უახლოეს დღეებში ევროპაში დაბრუნდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, ხორხე უკვე მანჩესტერში მოლაპარაკებებს მართავდა.
345 მლნ იხდის სიტი
BaRCeLoNiSiMOo,
თუ წაეთრა აქ აღარავინ დააბრუნებს მაგას და აღარც მისი კარიერის დასრულება იქნება საინტერესო ბარსაში და კიდე ვერც ლიგას მოიგებს სიტისთან და საუკეთეთესოობაზე ზედმეტია ლაპარაკი, ჩემ თვალში არიქნება ბარსას სრულყოფილი როგორც პუი ინი ხავი ლეგენდა
ძალიან სამწუხაროა რაც ხდება, მაგრამ თუ წასვლა უნდა აუცილებლად უნდა წავიდეს. მოტივაციაც არ ექნება იმდენი და გუნდსაც ვერ დაალაგებს ვერცერთი მწრვთნელი. ლეო არ მისცემს მაგის საშუალებას.უბრალოდ უფასოდ არ უნდა წავიდეს და თვითონ ლეომ უნდა ახეიროს იმ გუნდს რომელმაც შექმნა მესი!მართალია 700 მილიონი ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ კლუბმა უნდა ნახოს მოგება.ადრე თუ გვიან მაინც ხომ წავიდოდა ლეო.ძალიან კარგად მახსოვს რონალდინიო რომ მიდიოდა როგორ განვიცადე პირადად მე 🙁 მაშინ ლეო გვყავდა , ეხლა კონკრეტულად არ ვიცი ვინ ილოდერებს.გამორჩეულად არ ჰყავს ლივერპულს ლიდერი, მაგრამ საოცარი გუნდია.ალბათ უფრო გუნდურები უნდა გავხდეთ.
გავუშვათ და გადაუხადონ 225 მილიონი. დარწმუნებული ვარ გაისად მაგ ფულით პსჟ დაიკერება მბაპეზე. წელს კი მეფესთან ერთად გაყიდონ ნაყარ ნუყარები. მოიყვანონ უპამენკო,გარსია,დებეეკი და ან ანხელინიო. გავქაჩავთ როგორმე.
სადაც არ უნდა წავიდეს აუცილებლად დაბრუნდება და კარიერას აქ დაასრულებს. ეს ნაბიჯი იმ ტყუილებით და დაპირებებითაა განპირობებული რომელიც ბართომეუმ ამ 4 წლის მანძილზე დაარიგა. არ არის ლეო 21 წლის ბიჭი რო თუნდაც კიდევ 1 წელი გაურკვევლობაში გაისროლოს. ჩემთვის როგორც ამ გუნდის გულშემატკივრისთვის ამ ეტაპზე მესის სხვა გუნდში გაბრწყინება იმაზე ბევრად უფრო სასიამოვნო საყურებელი იქნება ვიდრე ბოლო 3 წელი უაზროდ გაფლანგული დრო ბარსაში. ბართომეუ კი არა გრინჩია რომელმაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს ყველაზე ძვირფასი რამ მოპარა – დრო, მინიმუმ 3 წელი, ის 3 წელი რომელიც მესის კარიერის პიკად შეიძლება მოვიხსენიოთ და ამ სამ წელში მაინცდამაინც ამ 3 წელში მოხდა რომა ლივერპული და ეხა ბაიერნი. ამას არც ლეო იმსახურებს და არც ჩვენ გულშემატკივრები, ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ, მესის გარეშე გაახალგაზრდავებული ბარსელონა ძალიან მალე კუმანთან ან მერე ხავისთან ერთად ისევ მწვერვალზე იქნება და ამაში ეჭვი არავის შეგეპაროთ. მესი კი იმედია ამ დარჩენილ 2 წელს კიდევ ერთ ლიგას და ოქროს ბურთსაც შემატებს და ამით გაგვახარებს. ბოლოს კი დარწმუნებული ვარ რომ კარიერას მაინც ბარსაში დაასრულებს და ეს იქნება ყველაზე დიდი და ყველაზე სევდიანი დღესასწაული ბარსელონას და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ეს აუცილებლად ასე იქნება.
ჩამოდით თქვენ დაგაიმასქენით გულის ჯიბეში