workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრინკაუს პირველი კომენტარი წარდგენის შემდეგ: მინდა, რომ მესი დარჩეს

ტრინკაუს პირველი კომენტარი წარდგენის შემდეგ: მინდა, რომ მესი დარჩეს

“ბარსელონას” ახალწვეულმა ფრანსიშკუ ტრინკაუმ კლუბის ფეხბურთელად ოფიციალური წარდგენის შემდეგ კომენტარი გააკეთა. რაკი პრეზიდენტმა მედიასთან საუბარი არ ისურვა, ლეო მესისთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა 20 წლის პორტუგალიელს მოუწია. 

“დარჩება თუ არა მესი? რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ დარჩეს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. 

“ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. მსურს, გუნდს გოლებითა და ასისტებით დავეხმარო. თამაში შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია და მზად ვარ, გუნდს გამოვადგე. 

ფიგუ? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მე აქ საკუთარი ისტორიის დასაწერად ვარ და თუ საშუალება მექნება, მინდა ეს მასზე უკეთესად გავაკეთო. 

რონალდ კუმანთან ჯერ არ მისაუბრია”. – განაცხადა ტრინკაუმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში