ლიონელ მესის გარშემო აგორებული ამბების ფონზე ერთი საინტერესო ტრანსფერი დაიჩრდილა – “ბარსელონას” ლეგენდა პედრო როდრიგესი იტალიურ “რომაში” გადავიდა.
პედრო “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში, 2007-2015 წლებში, “ბლაუგრანას” მაისურით მან 321 თამაში ჩაატარა და 99 გოლი გაიტანა, მათგან არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი. ესპანელმა შემტევმა “ბარსელონაში” 20 ტიტული მოიგო, 2015 წელს კი “ჩელსიში” გადავიდა.
რამდენიმე თვის წინ 33 წლის ესპანელმა “ბარსელონაში” დაბრუნების სურვილი ღიად გამოხატა, მაგრამ კატალონიელებმა ის დაიწუნეს და საბოლოოდ ესპანელი “რომაში” უფასოდ გადავიდა.
Pedrito💎