რაც ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ მომდევნო სეზონში ბარსას მთავარი მწვრთნელი კუმანი გახდება, უფრო და უფრო აქტიურად იწერება სატრანსფერო ჭორებზე.
განვიხილოთ ყველა ის ფეხბურთელი რომელიც ამ პერიოდში ბარსელონას დაუკავშირეს 🤗
1. ტალიაფიკო
26 წლის არგენტინელი მარცხენა მცველი, რომელიც უდავოდ ნიჭიერია. აქვს კარგი გამოცდილება როგორც ნაკრებში ისე საკლუბო დონეზეც. ასევე თუ ალბას რეგრესს გავითვალისწინებთ, ტალიაფიკოს მოყვანა ალბასთვის სახეში შემოლაწუნების მსგავსი რამ იქნება რაც ალბას მოდუნების საშუალებას აღარ მისცემს. მითუმეტეს ალბას ტრამვიანობა უკვე ხშირად აწუხებს. 🙂 ..მოსაყვანია..
2. ერიკ გარსია
19 წლის ესპანელი მცველი, რომელიც ლა მასიის აღზრდილია და ყველა გამოცემა წერს რომ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. მის თამაშებს თუ გადავხედავთ ვნახავთ რომ ისეთი შეცდომები არ ახასიათებს რაც ბარსას დღევანდელ დაცვის ხაზსს. სულ რამდენიმე თამაშის ჩატარება მოასწრო სიტის შემადგენლობაში მაგრამ ყველა თამაშში ნორმალურ შთაბეჭდილება დატოვა 🙂 ..მოსაყვანია..
3. უპამეკანო
21 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ 21 წლის ასეთი ჩამოყალიბებული,მშვიდი,ნიჭიერი,გონიერი და წარმატებული მცველი დღესდღეობით არ არსებობს. მისი მოყვანა არ იქნება ადვილი, მან ლაიფციგთან კონტრაქტი წელს გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 45 მილიონია. მაგრამ თუ უპამეკანო დავიმატეთ დაცვაში პრობლემები დიდი ხნით მოგვარდება. .. მოსაყვანია
4. დესტი
19 წლის ამერიკელი მარჯვენა მცველი, თამაშობს აიაქსში. გამოიყურება ძალიან კარგად. სახალხოდ არის ცნობილი რომ ის ბარსელონას ფანია, ეს მან ერთ-ერთ ინტერვიუში თავადაც თქვა და მის ინსაგრამს თუ გადავხედავთ ხშირად ბარსელონას ფორმით ვნახავთ ფოტოებში. ძალიან ნიჭიერი და ჩემი აზრით ყველაზე აუცილებელი ტრანსფერი ბარსელონასთვის რადგან მარჯვენა ფლანგს სემედუ კარგად ვერ აკონტროლებს. დესტის მოყვანით კი ეს ერთიორად მოგვარდება მითუმეტეს როცა ისეთი კონკურენტი ეყოლება როგორიც სემედუა, ცუდათ თამაშის საშუალება არ ექნება. სემედუს მდგომარეობაში კი პირიქით.
..მოსაყვანია
5. ვან დე ბეეკი
23 წლის ჰოლანდიელი შემტევ ნახევარმცველი, თამაშობს აიაქსში. აქ მისი მოყვანა დიდი შეცდომა იქნება რადგან კლუბმა უკვე იყიდა მირალემ პიანიჩი, რომელიც აუცილებლად ძირითადისთვის მოიყვანეს რადგან მასში 70 მილიონს ტყუილად არ გადაიხდიდნენ. ვან დე ბეეკის მოყვანა სრულიად მისარები იქნებოდა რომ არა პიანიჩის და არტურის ბარტერი. თუ ვან დე ბეეკი მოვიდა ნახევარდაცვის ხაზი იქნება შემდეგნაირი : ვან დე ბეეკი—დე იონგი—პიანიჩი სკამზე: ბუსკეცი—რიკი პუჩი—პედრი—მონჩუ
როგორც ვხედავთ ვან დე ბეეკის მოსვლით ახალგაზრდები შანსს ისევ დაკარგავენ. ამიტომ ჯობია ნახევარდაცვის ხაზი ესე გამოიყურებოდეს: რიკი პუჩი—დე იონგი—პიანიჩი სკამზე: ბუსკეცი—პედრი—მონჩუ. ..არ არის მოსაყვანი
6. ლაუტარო
22 წლის არგენტინელი ფორვარდი,თამაშობს ინტერში. თუ იმას გავითვალისწინებთ რომ სუარეზი გუნდიდან დიიდი ალბათობით წავა, იდეალური შემცვლელი იქნება ლაუტარო. ნამდვილად ნიჭიერია ინტერის შემადგენლობაში ლუკაკუსთან იდეალური დუეტი შექმნა და არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მისი კარგი თვისება ის არის რომ არის ფორვარდისთვის საკმარისად სწრაფი მოქნილი, თამაშობს პრესინგს, ჩამოდის ნახევარდაცვის ხაზთანაც და აქვს ძალიან ჭკვიანური პასები.
..მოსაყვანია..
ტალიაფიკო გარსია უპამეკანო დესტი ლაუტარო ეს ის ფეხბურთელებია რომლებიც გუნდს ჰაერივით ჭირდება მაგრამ რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ ხუთივეს მოყვანა ძალიან არარეალური ჩანს მითუმეტეს კორონასგან გამოწვეული კრიზისის გამო.
მაგრამ ბარსელონას შეუძლია ესეთი რამ გააკეთოს,
მოიყვანოს გარსია უპამეკანო დესტი და ლაუტარო და ტალიაფიკო შემდეგი წლისთვის გადადოს, ალბას შემცვლელად კი ბარსელონა ბ-ში მოთამაშე აკიემე დააწინაუროს.
მაგრამ არის ერთი კითხვა: რამდენად იშოვის ბარსელონა ტრანსფერებისთვის ფულს?
გარსია – 20 მლნ
უპამეკანო – 50 მლნ
დესტი – 20 მლნ
ლაუტარო – 80 მლნ
ჯამში გამოდის – 170 მლნ
ბარსელონას კი ტრანსფერებიდან ამ თანხის მიღება შეუძლია
1.ხუნიორ ფირპო – 20 მლნ
2.სამუელ უმტიტი – 30 მლნ
3.ჟერარ პიკე – 20 მლნ
4.ივან რაკიტიჩი -15 მლნ
5.არტურო ვიდალი -15 მლნ
6.ბრეიტვეიტი – 15 მლნ
7.სუარეზი – 30 მლნ
ჯამში გამოდის – 145 მლნ
ბარსელონას მოუწევს გამომუშავებული ფულის დამატება მაგრამ თუ ამ კრიზისდან ამოსვლა უნდა გუნდს მაშინ ეს უნდა გააკეთოს. 🙏 💘
შემადგენლობა კი შემდეგნაირი იქნება
მეკარეები:
1.ტერ შტეგენი 2.ნეტო 3.ინიაკი პენია
მცველები:
1.ხორდი ალბა 2.აკიემე 3.უპამეკანო 4.გარსია 5.ლენგლე 6.არაუხო 7.ტოდიბო 8.სემედო
9.დესტი
ნახევარცმველები:
1.ბუსკეცი 2.დე იონგი 3.პიანიჩი 4.რიკი პუჩი 5.სერხი რობერტო 6.პედრი 7.მონჩუ 8.კოლადო 9.ორიოლ ბუსკეცი
თავდამსხმელები:
1.მესი 2.გრიზმანი 3.დემბელე 4.ფატი 5.ტრინკაო 6.ლაუტარო
საჭიროების შემთხვევაში დაწინაურდებიან:
1.კუენკა (მცველი) 2.მორიბა (ნახევარმცველი) 3.დე ლა ფუენტე (თავდამსხმელი) 4.გუსტავო მაია (თავდამსხმელი) 5.სავერიო (თავდამსხმელი)
nikusha,
აბსოლიტურად ყველაზე სტატიაზე ალენიას აპიარებ, გიხდის რამეს?
ალენია სად მოტეხე? დასაბრუნებელია და იმაშიც არ გეთანხმებით დე ბეეკი არარის მოსაყვანიო აბა ვისი იმედზე უნდა ვიტოთ? ბუსკეტსის თუ უნიჭო რიკი პუიგის? ეგებ გამოუცდელი მონჩუსი?
პიანიჩი-დე იონგი-დე ბეეკი იდეალური ნახ დაცვაა ლიგაზე რომ გამოგვადგება ისეთი და პიანიჩის ნაცვლად ხშირად ალენია/ს,რობერტოც შეიძლება
სკამზე კი პედრი-ბუსკეტსი-მონჩუ და კოლიადო