“ბარსელონას” ხელმღვანელობა ფრანგული “ლიონის” ჰოლანდიელი ვარსკვლავის, მემფის დეპაის შეძენით ინტერესდება, იტყობინება Transfer Market Web.
გამოცემის ინფორმაციით, დეპაი ფრანგულ კლუბს მალე დატოვებს, მისი შეძენით კი “მილანი”, “პარი სენ-ჟერმენი” და “ბორუსიაც” ინტერესდება. მოთამაშის კონტრაქტი “ლიონთან” 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ჰოლანდიელის “ბარსელონაში” გადასვლის ალბათობას კატალონიურ კლუბში რონალდ კუმანის დანიშვნა ზრდის, 2018 წლიდან ფეხბურთელი ნაკრებში სწორედ კუმანის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა.




აუფ მაგ ლოგიკით მესისაც აუციკებია 1-1 ზე პიჩუ კუელარებთან და რა ყ*ეა? ძალიანაც გამოგვადგება დეპაი კარგ ფასში თუ მოგვცემენ
ლიონში რაღა ამას მიახტნენ აუარი რო მოიყვანონ არ ჯობს?
გუშინდელის მერე საერთოდ რატო უ და მოგინდეს ამის ყიდვა მორიგი ჭორი მგონია ძაან ბევრ სისულელეს დაწერენ კიდე სანამ სატრანაფერო ფანჯარა არ დაიხურება
ამათ თუ ვან გაალივით დაიწყეს ეხლა ჰოლანდიზაცია და არაცდებათ მე_4 ადგილისთვის ჭიდავი ლალიგაში, ბართომეუ სკამიდან კიარუნდა გადააყენო იმენა უნდა ააფეთქო…
პირადად მე არ ვარ აღტაცებული ბარსას "სამიზნით" ლაუტაროთი, ვერ დავინახე მაში დიდი პოტენციალი და მომკალი კაცი, არიან არანაკლებ გამტანი "ცხრიანები" მაგრამ აეჩემათ ეს ლაუტარო რატომღაც. დეპაის რაც შეხება ის უფრო მომწონს მე ვიდრე ლაუტარო. დეპაი არის უფრო რეაქტიული, მოძრავი, დაუღალავი, ერთნაირად ძლიერი როგორც ბურთით ისევე უბურთოდ და დასწრებაზე თამაშში იგია საუკეთესო. ის არარის კლასიკური ცხრიანი… წინწაწეული ფორვარდი… ის უფრო მანევრირებული ფორვარდია და ბევრად უფრო მრავალფუნქციონალური, მთლიანობაში ის ბევრად უფრო მირჩევნია ლაუტაროს. ის არარის ისეთი გაპიარებული როგორც ლაუტარო თორემ კლასი და საშემსრულებლო ოსტატობით ის ბევრად ჯობია ლაუტაროს. ეს ჩემი პირადი აზრია და არავის ვახვევ მას.
ეს ის ვაჟკაცია, გუშინ რო მეორე წუთზე პირისპირ გავიდა ნოიერთან და კარებს ააცილა? ხოო ეგეთები გვაკლდა.
ეხლა მოიცაააააააა
აუ გადაღუნავენ ტვინის სფეროს ჟურნალისტები როდის მორჩება ეს სატრანსფერო ფანჯარა გადაადუღებენ ტვინს ამ ზაფხულს
ლიონიდან თუ ვინმე მოსაყვანია აუარია მეტი არავინ