workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ შეიძლება გახდეს “ბარსელონას” სპორტული დირექტორი?

ვინ შეიძლება გახდეს “ბარსელონას” სპორტული დირექტორი?

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ” და კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა გაწყვიტეს.

არაერთი კატალონიური წყაროს მტკიცებით, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ფრანგს მისი თანაშემწე რამონ პლანესი შეცვლის.

მიუხედავად ამისა, Tribuna განიხილავს სხვა შესაძლო კანდიდატებსაც, რომლებმაც, შესაძლოა, კატალონიურ კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავონ:

რამონ პლანესი

პლანესი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ერიკ აბიდალის თანაშემწე იყო და დიდი ალბათობით, ფრანგს სწორედ ის შეცვლის. რამონს სხვადასხვა ესპანურ კლუბში სპორტულ დირექტორად მუშაობის გამოცდილება აქვს.

კარლეს პუიოლი

“ბლაუგრანას” ლეგენდარულ კაპიტანს გასულ წელს გენერალური მენეჯერის პოსტი შესთავაზეს, თუმცა პუიოლმა უარი თქვა. ახლა კარლესს დიდი მხარდაჭერა აქვს ჩავი ერნანდესისა და ვიქტორი ფოტისგან, რომლებიც, შესაბამისად, შესაძლოა, მომავალი მწვრთნელი და პრეზიდენტი გახდნენ.

ჟორდი კრუიფი

ლეგენდარულ იოჰან კრუიფის ვაჟს, ჟორდი კრუიფს, სპორტულ დირექტორად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი ჩავისთვის ერთ-ერთი სასურველი კანდიდატი იქნებოდა.

პეპ გვარდიოლა

დახლოებით ერთი თვის წინ, ვიქტორ ფონტმა პირობა დადო, რომ კლუბში ლეგენდარულ პეპ გვარდიოლას დააბრუნებდა და კლუბში კარგ პოზიციას დაიკავებდა. გამორიცხული არაა, რომ ფონტმა სწორედ სპორტული დირექტორის პოსტი იგულისხმა.

რალფ რანგნიკი

მსოფლიო გრანდების ყურადღების ცენტრშია “ლაიფციგის” ყოფილი მენეჯერი რალფ რანგნიკი, რომელმაც გერმანული კლუბის აღორძინებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. რანგნიკი “ლაიფციგის” დატოვების შემდეგ, ამჟამად, უმუშევრია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Claudio Bravo
    schedule 18 აგვ 2020, 22:37
    #7

    კაპიტანი და კრუიფი გამორიცხულია სანამ მოუშორებელი ჭირი არ წაეთრევა

  • Bakero
    schedule 18 აგვ 2020, 22:36
    #6

    if რანგნიკი 😀 სად არის თორემ ზღაპარია 👍

  • M10 S9 D11
    schedule 18 აგვ 2020, 22:35
    #5

    ხორდი კრუიფი დანიშნონ ხავიც იძახდა მე რო მოვალ სპორტული დირექტორი ხორდი კრუიფი უნდა დაინიშნოსო

  • sandro barca
    schedule 18 აგვ 2020, 22:26
    #4

    ამ წურბელას ხელში არავის უნდა გუნდში მოსვლა.სანამ ეს არ მოშორდება არავის და არაფრის იმედი არ მაქვს.

  • mesi_10
    schedule 18 აგვ 2020, 22:05
    #3

    კარლიტოს ვარიანი ყველაზე მეტად მომწონს …

  • Don_Andresito
    schedule 18 აგვ 2020, 21:44
    #2

    ყველა გამორიცხეთ პირველის გარდა. აქედან არავინ მოვა ამ არაკაც ბართომეუსთან. პეპს სად სცხენა ამისთვის, კრუიფიც ჩავის გუნდშია, ან ერთად მოვლენ ან საერთოდ არ მოვლენ.. რალფი კიდე ოცნებაა, ეგეთი საღი იდეებით ადამიანი იშვიათობაა, ძალიან მაგარ პროექტს მოიტანდა მარა არა ბართომეუსთან, უბრალოდ არ განახორციელებს რაგნიკის პროექტს, თითონ წყვეტს ტრანსფერებს და რათ უნდა შემცილებეელი

  • (გიო)
    schedule 18 აგვ 2020, 21:42
    #1

    დააბრუნეთ ჩიკი ბეგირისტიანი სპორტულ დირექტორად !!!