workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ ვერ მოერგება კუმანის სათამაშო სქემას?

ვინ ვერ მოერგება კუმანის სათამაშო სქემას?

რონალდ კუმანი “ბარსას“ ახალი მწვრთნელი გახდება. მოდით, ის 4 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი განვიხილოთ, რომლებიც ჰოლანდიელის გეგმებში, დიდი ალბათობით, არ შედიან.

კლემან ლანგლე

“ბაიერნთან“ ნაჩვენები საშინელი თამაშის შემდეგ, ფრანგი მცველი კუმანისთვის არასანდო ვარიანტად მიიჩნევა. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ჰოლანდიელი მწვრთნელი სწორედ ცენტრალური მცველის პოზიციას იკავებდა. შესაბამისად, მას გუნდში სხვა, უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელის მოყვანა ესურვება, ლანგლეს კი კლუბის დატოვება ან სათადარიგოთა სკამზე გადასვლა მოუწევს.

ჟორდი ალბა

კუმანს ისეთი მცველები არ ხიბლავს, რომლებიც მუდმივად შეტევაში გარბიან და დაცვით ფუნქციებს სათანადოდ ვერ ასრულებენ. ჟორდი უკვე ასაკშია და მის თამაშში რეგრესი აშკარაა. გუნდის ახალ თავკაცს, შესაძლოა, მისი გუნდიდან წასვლაც სურდეს.

არტურო ვიდალი

ჩილელი გუნდიდან წასვლის კანდიდატი ისედაც არის. კუმანს კი ნახევარდაცვაში უფრო მეტად ტექნიკური ფეხბურთელები ხიბლავს, ვიდრე ფიზიკურად ძლიერი.

ანტუან გრიზმანი

იმ შემთხვევაში, თუ გუნდს ძვირადღირებული ტრანსფერების განხორციელება სურს, თუნდაც ნეიმარის დამატება, მაშინ ფრანგი, შესაძლოა, წავიდეს. რონალდს სწრაფი გარემარბები სჭირდება და არა ფეხბურთელები, რომლებიც თამაშის მიმდინარეობისას საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • azulgerana
    schedule 17 აგვ 2020, 23:32

    გრინმა ზე რომ ესეთ რაღაცეებს წერთ მეცინება

  • Zaali
    schedule 17 აგვ 2020, 20:37

    M10 S9 D11,
    ხშირად ხოოო და შენ დაეწმუნებულინხარ როო იმენა მესის ხედავ მოედანზეე რომ მოდზრაობს ხშირად და როგორც კაპიტანი ეგეთი სიარული კარგიაა ხოო

  • BARCELONA FOREVER
    schedule 17 აგვ 2020, 20:25

    ნუ ალბა ვთქვი და გავიმეორებ ენფილდზეა ჩარჩენილი და ვერ გამოდის ამიტო მაგის ნდობა აღარ შეიძლება ვიდალი წავა სავარაუდოდ ლანგლემ ბაიერნთან კი ჩაისვარა მარა არ უნდა გაუშვან ზამენაზე კიდე შეილება რო დასვან გრიზმანს რაც შეეხება მცველებზე უფრო მაგრად ეგ თამაშობდა დაცვაში ტიპი სად და სად არ ეყენა თავის პოზიციის გარდა და კიდე კარგად თამაშობდა იმ მეძროხის ხელში ვნახოთ და კუმანი როგორ გამოიყენებს

  • M10 S9 D11
    schedule 17 აგვ 2020, 20:14

    ციტატა: Zaali
    forca barcA,
    ეს ვერგავიგეე ნეიმაროს მოსვლაა რატო გინდათ ასეე დავიჯერო სხვა ფეხბურთელები არარიან უკეთესები რას @ეეცით ამ ნეიმარს არც უნდა და არც ჩვენ უნდა გვინდოდეს

    და რამინტერესებს მესიზე რასფიქრობს სწრაფები თუ ჭირდებაა მესი დაცვის დასახმარებლად ნახევარდაცვაშიც იშვიათად ჩამოდის დაა იმას რასუზავს ან სუარესს


    შენ დარწმუნებული ხარ რო ბარსას თამაშებს უყურებ? მესი თუ არ ჩამოდის ნახევარ დაცვაში აბა ვინ ჩამოდის სხვა

  • Zaali
    schedule 17 აგვ 2020, 20:08

    forca barcA,
    ეს ვერგავიგეე ნეიმაროს მოსვლაა რატო გინდათ ასეე დავიჯერო სხვა ფეხბურთელები არარიან უკეთესები რას @ეეცით ამ ნეიმარს არც უნდა და არც ჩვენ უნდა გვინდოდეს

    და რამინტერესებს მესიზე რასფიქრობს სწრაფები თუ ჭირდებაა მესი დაცვის დასახმარებლად ნახევარდაცვაშიც იშვიათად ჩამოდის დაა იმას რასუზავს ან სუარესს

  • gurgenidze
    schedule 17 აგვ 2020, 19:10

    Ai am debilobas an rato wert an tu wert chven ras gvakitxebt ?

  • Anssumane
    schedule 17 აგვ 2020, 19:09

    მშვენიერია ძაანაც კარგი მერე

  • Andres_Iniesta
    schedule 17 აგვ 2020, 19:08

    გრიზმანმა შეილება ადგილო ვერ იპოვა, მარა დაცვაში იმხელა საქმეს აკეთებს ღირს მისი დატესტვა.
    დააყენოს ფორვარდის უკან.

    მარცხნივ კიდე ტოდიბოს უეჭველი მიცემს ეს შანს

  • M10 S9 D11
    schedule 17 აგვ 2020, 18:53

    ალბა სანამ ნეიმარი იყო ასე თავქუდმოგლეჯილი არ ადიოდა შეტევაში ნეიმარი რაც წავიდა იმის მერე აიშვა და აღარ ჩამოდის ხოლმე დაცვაში გრიზმანის გამოყენება ცენტრ ფორვარდადაც შეიძლება თუ სუარესი მართლა გაუშვეს აიაქსში გრიზმანი უნდა დადგეს მაგის ადგილას ლენგლე ზამენაზე გვჭირდება და მის ადგილას უპამეკანო უნდა დადგეს აი ვიდალი მართლა ზედმეტია