მილანის “ინტერის” სკაუტთა საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, მასიმილიანო მირაბელიმ, იტალიურ პრესასთან ინტერვიუში ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერი განიხილა.
“როდესაც “ინტერში” ვმუშაობდი, პრეზიდენტი ჩანი სატრანსფერო ბაზარზე საუბრისას ყოველთვის ამბობდა, რომ ლიონელ მესის შეძენა სურდა. ჩვენ მას ვუხსნიდით, რომ ფინანსური ფეირ-პლეის გათვალისწინებით, ეს შეუძლებელი იყო.
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ “ინტერისთვის” მესი მეტია ვიდრე უბრალოდ ოცნება. მას “ბარსელონასთან” კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით აკავშირებს, კლუბი კი მომდევნო წელს მის უფასოდ დაკარგვას არ გარისკავს.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ესპანეთში უნდა მიიღონ, თუმცა კლუბი არაფრის გარეშე დარჩენასაც არ ისურვებს.” – მირაბელის სიტყვებს Radio Sportiva-ზე დაყრდნობით Football Italia ციტირებს.



კუმანიო პოჩეო ტენჰააგიო პიმიენტაო გვარდიო ხავიო და ამდენი მოლოდინის მერე ეს ტუგადუნები არ გამიკვირდება თუ მოიყვანენ ჩისკო მუნიოსს ან ტიერი ანრის