“მილანის” ყოფილი დირექტორი, მასიმილიანო მირაბელი Calciomercarto-სთან უცნობ ამბავს იხსენებს. როგორც ჩანს, “როსონერი” 2017 წელს “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველის შეძენას აპირებდა.
“აქამდე ამ თემაზე არსად მისაუბრია. იტალიაში მუშაობის პერიოდში ბარსელონაში გავემგზავრე. მაშინ ივან რაკიტიჩსა და “ბლაუგრანას” შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მსურდა, პირადად შემეტყო, თუ რას გეგმავდა ხორვატი.
32 წლის ვარსკვლავმა სახლში წამიყვანა. მითხრა – “ბარსელონაში” დარჩენა რომ არ ჰქონოდა გადაწყვეტილი, ჩემს წინადადებას სერიოზულად განიხილავდა. დიალოგმა ნათლად დამანახა, რომ საქმე ნამდვილ ჩემპიონთან მქონდა, რომლის გონებაშიც ფეხბურთის გარდა არაფერი ტრიალებდა. ივანი ნებისმიერ გადაწყვეტილებას, კვებიდან დაწყებული და ვარჯიშით დამთავრებული, საკუთარ კარიერას უძღვნის”, – აცხადებს მასიმილიანო.
რაკიტიჩმა მაშინ კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა. ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით “სევილია” და “ატლეტიკო” ინტერესდებიან.




რატო არ გაიყოლე მერე ჰა?
ნეტა სხვები გავდნენ
წვლილი დიდი აქვს მაგრამ ჩაბარდა მაგის დრო წარსულს.ჩაო რაკეტა👋👋