workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპ გვარდიოლას გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2011 წლის შემდეგ ვერ გადიან

პეპ გვარდიოლას გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2011 წლის შემდეგ ვერ გადიან

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელ გამოსვლას განაგრძობს. ესპანელ სპეციალისტს თავისი გუნდი ლიგის ფინალში 2011 წლის შემდეგ ვერ გაჰყავს. 

9 წლის წინ, გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგა “ბარსელონასთან” ერთად მოიგო, რომელსაც 2008-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, ბოლო ტრიუმფიდან ერთი წლის შემდეგ, კატალონიელები დრამატულ ნახევარფინალში “ჩელსისთან” დამარცხდნენ. 

2012/2013 სეზონში პეპმა დასვენება გადაწყვიტა, ზაფხულში კი მიუნხენის “ბაიერნს” ჩაუდგა სათავეში, სადაც 2016 წლამდე იმყოფებოდა, ამ დროიდან კი “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელია.

“ბაიერნში” ჩატარებულ სამ სეზონში, სამივე შემთხვევაში გვარდიოლა ლიგას ნახევარფინალში გამოეთიშა, “მანჩესტერ სიტიში” კი პირველად 1/8 ფინალში დანარჩენ 3 შემთხვევაში კი 1/4 ფინალში. 

2011 წლამდე, გვარდიოლამ “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა 2009 წელსაც მოიგო, სადაც მეორე შემთხვევის მსგავსად კვლავ ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Barca1980
    schedule 16 აგვ 2020, 14:30

    გვარდიოლა საკუთარი ეგოსა და ამპარტავნების მსხვერპლია და ან არ უნდა აღიაროს ანდა ვერ ხვდება . რატომ ? იმიტომ რომ იმის მერე რაც ბარსა დატოვა , ცდილობს დაამტკიცოს რომ ბარსა იყო მასზე დამოკიდებული , რაც შეცდომაა მისი მხრიდან და იგივეს კოპირება სხვა კლუბებში კიდევ მეორე შეცდომაა . არ შეიძლება მრბოლელმა ყველა ბოლიდი ერთი ტექნიკით მართოს , ყველას თავისი პარამეტრები აქვს და პროფესიონალი მაშინ ხარ ზუსტად , როცა შენი ინდივიდუალური და კლუბის მენტალური თავისებურების ნაზავით ქმნი მონსტრს , ისეთი როგორიც ბარსა იყო . უნდა აღიაროს პეპმა , რომ ის დამატებითი ოფციები , რაც კლუბს დანამატად მოყვება ბარსას გარდა , ვერ იპოვის ვერსად და დროა დაბრუნდეს იქ სადაც ჩემპიონთა ლიგის მოგება მართლა შეუძლია . დროც და სიტუაციას შესაფერისია ქორწინებისათვის .😊😉

  • M10 S9 D11
    schedule 16 აგვ 2020, 13:52

    რა ვეღარ მიხვდა რო ბარსაა ამის ადგილი დაბრუნდი რა შე შობელძაღლო დაბდუნდი

  • Johan Cruyff 14
    schedule 16 აგვ 2020, 11:42

    გვარდიოლასნაირი ინტელიგენტი მწვრთნელი გვჭირდება ლიდერის თვისებებით გვარდიოლა უნდა დაბრუნდეს ჩავისთან ერთად ჩემი
    აზრით ასისტენტად თუ იქნება ჩავი ძაან მაგარი იქმება