workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” სტატისტიკა ნეიტრალურ მოედნებზე

“ბარსას” სტატისტიკა ნეიტრალურ მოედნებზე

“ბარსელონა” ლისაბონში “ბაიერნს” დაუპირისპირდება, ბოლო წლებში “ბარსას” არა ერთი შეხვედრა ჩაუტარებია ნეიტრალურ მოედანზე და სრული უმრავლესობა წარმატებით დაასრულა.

მოდი გადავხედოთ ამ შეხვედრებს.

ჩემპიონთა ლიგა

ბოლო 11 წლის განმავლობაში, “ბარსამ” 3 შეხვედრა ჩაატარა ნეიტრალურ სტადიონზე, სამივე იყო ფინალი და სამივე გამარჯვებით დაასრულა.

“ბარსა” 2:0 “მანჩესტერი” – რომი

“ბარსა” 3:1 “მანჩესტერი” – ლონდონი

“ბარსა” 3:1 “იუვენტუსი” – ბერლინი

კოპა დელ რეი

2009 წლის შემდეგ, “ბარსამ” კოპა დელ რეის 9 ფინალი ითამაშა. ექვსჯერ მოიპოვა გამარჯვება, გაიტანა 22 და გაუშვა 8 გოლი.

Marca ყველაზე დასამახსოვრებელ ფინალებად მიიჩნევს 2018 წლის მატჩს, “სევილიას” წინააღმდეგ, რომელიც 5:0 დასრულდა “ბარსას” სასარგებლოდ, ამავე შეხვედრაში ანდრეს ინიესტა გააცილეს.

მეორე დასამახსოვრებელი ფინალი შედგა 2009 წელს, როდესაც “ბარსამ” “ბილბაო” გაანადგურა ანგარიშით 4:1. გუნდი მარცხდებოდა, მაგრამ იაია ტურემ შესანიშნავ დრიბლინგს უზუსტესი დარტყმა მიაყოლა და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მესიმ მეტოქის მცველები ააწიოკა.

ევროპის სუპერ თასი

გამომდინარე იქიდან, რომ “ბარსამ” ამ დროის განმავლობაში სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, შესაბამისად, სამი სუპერ თასის ფინალი ითამაშა და სამივეში იმარჯვა.

2009 წელს, “ბარსამ”, პედრო როდრიგესის გადამწყვეტი გოლით “შახტარი” დაამარცხა.

2011 წელს, მოუგეს “პორტუს”, სადაც მესიმ თავის გენიალური ფინტით, მეკარეს კინაღამ კისერი მოტეხა.

2015 წელს კი ყველაზე დასამახსოვრებელი ფინალი შედგა, თბილისში, “ბარსამ” “სევილია” დრამატულ ორთაბრძოლაში 5:4 დაამარცხა.

ესპანეთის სუპერ თასი

ეს თასი ყოველთვის ორმატჩიანი დაპირისპირებით ტარდებოდა, მაგრამ არაბული ინვესტიციის წყალობით ყველაფერი შეიცვალა. პირველად “ბარსამ” მაროკოში მოიპოვა გამარჯვება, 2018 წელს, უსმან დემბელეს ულამაზესი გოლით.

ამ სეზონში კი საუდის არაბეთში ითამაშეს, მაგრამ “ატლეტიკოსთან” დამარცხდნენ და ამ მარცხს ერნესტო ვალვერდე შეეწირა.

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი

ბარსამ სამჯერ ითამაშა ამ ტურნირზე, ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ექვსივე მოიგო. გაიტანა 19 გოლი და  მხოლოდ 2 გაუშვა.

საერთო ჯამში, ნეიტრალურ მოედნებზე, გუნდმა 24 შეხვედრიდან 20 მოიგო, გაიტანა 61 გოლი და გაუშვა 20.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • ჩიკო
    schedule 14 აგვ 2020, 20:41

    წელს.დიდი შანსი გვაქ

  • BARCELONA FOREVER
    schedule 14 აგვ 2020, 17:01

    M10 S9 D11,
    იასნია გავაუმჯობესებთ თან ისე რო არ დაავიწყდებათ ბავარიელებს და მათ ფანებს

  • L.MESSI-10
    schedule 14 აგვ 2020, 16:23

    ტრაკში ამოვისვამთ ბაიერნს. ატლეტიკო გავარდა. ანუ გერმანული, ფრანგული, ინგლისური და ესპანური გუნდი დარჩება ნახევარფინალში. ლაიფციგი(გერმანია), პსჟ(საფრანგეთი), სიტი(ინგლისი), ბარსელონა(ესპანეთი). მერე კი იცით მესი სიტის რასაც უზამს და ფინალი პსჟ-სთან ბოლო დროს ბარსასა და შეიხის ურთიერთობის ამსახველი სპეკტაკლი იქნება, სადაც ნეიმარი საბოლოოდ მიხვდება თავის შეცდომას და დურანტივით მომავალ სეზონში ჩვენთან გადმოვა 😉

  • M10 S9 D11
    schedule 14 აგვ 2020, 15:17

    ძაან მაგარი სტატისტიკა გვაქვს და იმედია დღეს გავაუმჯობესებთ

  • JUZI
    schedule 14 აგვ 2020, 14:55

    სტატისტიკა კარგი გვაქვს.