კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე 17 წლის იყო, როდესაც “ბლაუგრანას” მაისურის გახდა და “წითელი ეშმაკების” მაისურის მორგება მოუხდა. “წითელი ეშმაკების” მაისურის მორგებიდან 4 წლის შემდეგ (2008 წელს) კი იგი კვლავ საკუთარ კედლებში დაბრუნდა. ახლა იგი რიგით მეორე “ჩემპიონთა ლიგის” ფინალისთვის ემზადება…
ხერარდ პიკე ბერნაბეუმ მთელი 4 სეზონი გაატარა “მანჩესტერის” რიგებში და ამ 4 სეზონის მანძილზე მისი მოედანზე ხილვა მოლოდ 12–ჯერ შევძელით. მართალია ხერარდი მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ანგარიშზე “ლა ლიგას” ჰეტ–ტრიკი და “ჩემპიონთა ლიგისა” და მსოფლიო ჩემპიონატის თასებია. 28 მაისის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე კი კატალონიელ ვარსვკლავსა და კოლუმბიელი მომღერლის მიერ დაპყრობილ ფეხბურთელს “უეფას” ოფიციალური საიტი გაესაუბრა.
ძირითადად საუბარი “მანჩესტერში” გატარებულ წლებზე იყო. პიკე ამ პერიოდზე ძალიან ტკბილად იხსენებს, თუმცა არ მალავს იმასაც, რომ ამ დროის განმავლობაში წინ მას ბევრი სირთულეც შეხვდა. “ძალიან რთული პერიოდი და ძალიან რთული მომენტები იყო, მაშინ როდესაც შენ ვერ ხვდებოდი, თუ რატომ არ თამაშობდი. მაგრამ მათ 2 დიდებული ცენტრალური მცველი, რიო ფერდინანდი და ნემანია ვიდიჩი ჰყავდათ. ასე, რომ ჩემთვის შანსის მოცემა ალბათ რთული გახლდათ. თუმცა, ჩემთვის მაინც ძალიან დიდი გამოცდილება იყო მეთამაშა ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორიცაა კრიშტიანო რონალდო, რუნი და ვან ნისტელროი. მე იქ 17 წლის ასაკში წავედი და უკან 21 წლის ასაკში დავბრუნდი. ხერარდი რომელიც წავიდა ინგლისში, სრულიად განსხვავებულია იმ ხერარდისგან, რომელიც უკან დაბრუნდა.”
“მიუხედავად იმისა, რომ მე სათამაშო დრო არ მეძლეოდა, მინდა ვთქვა, რომ სერ ალექსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩემთან მიმართებაში ის ყოველთვის პირდაპირი გახლდათ. სერ ალექსთან ჩვენ ყოველთვის გახსნილად ვლაპარაკობდით და მე მასთან პრობლემა არც არასოდეს მქონია. შემდეგ მე “ბარსელონასგან” შემოთავაზება მივიღე და მე მასთან მივედი და ვუთხარი: ‘აქ თამაში ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა, მაგრამ მე წასვლა მსურს’. მან გამიგო…”
სერ ალექსზე და პეპ გუარდიოლაზე საუბრისას პიკემ ასეთი განცხადება გააკეთა: “ორივე დიდებული “მოტივატორია”. ყველა მწვრთნელმა იცის რაიმე ფეხბურთის შესახებ – ზოგმა მეტი, ზოგმა ნაკლები – მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებ შენი ფეხბუღთელების მოტივირებას. უნდა იცოდე, როგორ გააგებინო შენს ფეხბურთელებს ის, რისი თქმაც გსურს. თუჩვენ მათ შედარებას დავიწყებთ, მაშინ მათში ბევრ საერთოსაც აღმოვაჩენთ.”



