workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თურანი: მესის ფეხბურთში ყველაფერი შეუძლია, რონალდუს კი მხოლოდ თანაგუნდელები და ახლობლები აღიარებენ

თურანი: მესის ფეხბურთში ყველაფერი შეუძლია, რონალდუს კი მხოლოდ თანაგუნდელები და ახლობლები აღიარებენ

“ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ, არდა თურანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ “გალათასარაიში” დაბრუნდა, ერთ-ერთ ინტერვიუში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. 

“მესი მატჩის ნებისმიერ მომენტში მონაწილეობს. მას შეხვედრის ნებისმიერი ასპექტის მართვა შეუძლია. რონალდუზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ის ბომბარდირია და თან განსაკუთრებული. მესის კი ფეხბურთში ყველაფერი შეუძლია, ზოგჯერ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მისი ინტელექტი, მოედნის ხედვა და პასის კულტურა სრულიად სხვა დონეა. 

ამ საკითხზე ვისთანაც მისაუბრია, ყველა მეთანხმებოდა, გამონაკლისი მხოლოდ რონალდუს თანაგუნდელები და ახლობლები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა. პორტუგალიელის დონეში ეჭვი არ მეპარება, ის ჩემი მეგობარია, მაგრამ მესი უკეთესია.” – თურანის სიტყვებს beIN Sports Turkey ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 13 აგვ 2020, 19:31

    სად ჩაურტყა😀

  • M10 S9 D11
    schedule 13 აგვ 2020, 16:19

    ასეთი სიმართლე ჯერ არ უთქვამს ამას

  • JUZI
    schedule 13 აგვ 2020, 15:36

    მართალია ეს კაცი. 👍 👍 👍

  • becool
    schedule 13 აგვ 2020, 13:57

    მესის გვერდით ვინც თამაშობს, ავტომატურად ყველა მეორეხარისხოვანი ხდება ხოლმე .
    გრიზმანი მაგალითად, მაღალი კლასის ფეხბურთელია და ატლეტიკოში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მოვიდა ბარსაში დადგა მესის გვერდით და თავისი კლასის მიუხედავად სად მესი და სად გრიზმანი.. შედარებაც არ შეიძლება..
    რონალდოც რომ მოვიდეს და მესი- რონალდომ ერთად ითამაშონ, მესი გადაფარავს მასაც და მეორეხარისხოვანს გახდის…