საკუთარი კედლები არც ისე მყარია

საკუთარი კედლები არც ისე მყარია

 

1878 წელს, ინგლისში საფეხბურთო კლუბი “მანჩესტერი” დაარსდა. დაარსდა ქვეყანაში, სადაც წლევანდელი “ჩემპიპონთა ლიგის” ფინალი გაიმართება. შეიძლება ფინალი “უემბლიზე” ტარდება და არა “ოლდ ტრაფორდზე”, მაგრამ ინგლისი “მანჩესტერის” სამშობლოა. ეს კი მათ მცირე უპირატესობას მაინც აძლევთ, თუმცა “საკუთარ კედლებში” თამაში ყოველთვის გამარჯვების გარანტი ვერ იქნება, რასაც ისტორიაც ნათლად გვიჩვენებს…

 

28 მაისს მთელი მსოფლიო მეთერთმეტედ გახდება მომსწრე იმისა, რომ ერთ–ერთი ფინალისტი ფინალურ შეხვედრას საკუთარი ქვეყანაში ატარებს. თუმცა, დღემდე ჩატარბული 10 ფინალიდან ყველაში როდი დარჩა გამარჯვება მასპინძელი ქვეყნის გუნდის წარმომადგენელს. ათი ასეთი შემთხვევიდან 3–ში ევრო ტურნირის ტიტული ხელთ “სტუმრებს” დარჩათ.

 

ამ 3 შემთხვევიდან ერთ–ერთში “ბარსელონაც” იღებდა მონაწილეობას. 1986 წელს, სევილიაში გამართული ფინალი კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს ტბილად ნამდვილად არ ახსოვთ. 1986 წელს, “რამონ სანჩეს პისხუანზე” შეკრებილ გულშემატკივართა უმრავლესობა კატალონიელ ფეხბურთელებს უჭერდა მხარს და “მასპინძლებისგან” ყველა გამარჯვებას ელოდა, თუმცა “სტიაუა ბუხარესტიმ” მოახერხა და პენალტების სერიაში “ბლაუგრანა” დაამარცხა.

 

1956 წლის ფინალი პარიზში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ესპანური “რეალ მადრიდი” და ფრანგული “სტეიდ რეიმსი” უპირისპირდებოდნენ. გამარჯვება ესპანელებს დარჩათ. მათ “მასპინძლბი” ანგარიშით, 4-3 დაამარცხებს. 1984 წელს, რომაულმა “რომამ”, ინგლისურ “ლივერპულთან” ერთად ფინალში გასვლა მოახერხა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფინალი რომში იმართებოდა. თუმცა საბოლოოდ ინგლისელებმა იმარჯვეს.

 

ფინალები, რომელთაც “მასპინძელი” ჰყავდა:

 

1956 – R. Madrid, 4 – Stade Reims, 3 (París) 
1957 – R. Madrid, 2 Fiorentina, 0 (Madrid) 
1965 – Inter, 1 – Benfica, 0 (Milà) 
1968 – Manchester United, 4 – Benfica, 1 (Londres) 
1972 – Ajax, 2 – Inter, 0 (Rotterdam) 
1978 – Liverpool, 1 – Bruges, 0 (Londres) 
1984 – Liverpool, 1 – Roma, 1 (4-2) (Roma) 
1986 – FCB, 0 – Steaua B, 0 (0-2) (Sevilla) 
1996 – Juventus, 1 – Ajax, 1 (4-2) (Roma) 
1997 – Borussia D, 3 – Juventus, 1 (Munic) 

 

‘ბარსელონა’ vs ‘სტიაუა’ (ვიდეომასალა)


[media=http://www.youtube.com/watch?v=RiXgSXstYZY]



გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია