workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზუსტად 16 წლის წინ, “ბარსელონამ” სამუელ ეტო’ო შეიძინა

ზუსტად 16 წლის წინ, “ბარსელონამ” სამუელ ეტო’ო შეიძინა

ზუსტად 16 წლის წინ, 2004 წლის 12 აგვისტოს, “ბარსელონამ” 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ, კამერუნელი შემტევი, სამუელ ეტო’ო შეიძინა. 

ეტო’ო მალევე გახდა “ბარსელონას” ძირითადი ფიგურა, დღეს კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება. 

კამერუნელმა “ბარსელონას” მაისურით ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი ითამაშა (2006 & 2009) და ორივე შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა. 

2009 წლის ზაფხულში, “ბარსელონამ” მილანის “ინტერს” ზლატან იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ 46 მილიონი ევრო გადაუხადა, ასევე აღნიშნულ თანხას კამერუნელი ვარსკვლავი დაუმატა და შედეგად ეტო’ო იტალიურ კლუბში ჩაირიცხა. 

ეტო’ომ “ბარსელონასთან” ერთად 8 ტიტული მოიგო, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით 199 შეხვედრა ჩაატარა და თავი 130 გოლით გამოიჩინა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • kortoxa23
    schedule 12 აგვ 2020, 21:29

    ეტოოს შემდეგ ვილაც მაგარი იყო მარამ ფეხის მოტეხვამ შეუშალა ხელი არსელონაში კიდე დიდხანს დარჩენილიყო. არადა ბასამ ორივე კაპიკებში გაიშვა. აი სუარეს კი სულ სხვა დონეა ორივეზე დიდი ფეხბურთი ითამაშა როგორც ბარსაში ასევე საერთოდ კარიერულად

  • JUZI
    schedule 12 აგვ 2020, 19:34

    მაგარი იყო ეს მამა დაჯ ლი 😀

  • neo222
    schedule 12 აგვ 2020, 18:54

    Etoo golebis qarxana iyo. Kargad maxsovs

  • isakichi
    schedule 12 აგვ 2020, 16:52

    ცივსისხლიანი ეტოო,უმაღლესი კლასის იგროკი,რომელსაც უსამართლოდ მოექცნენ