გუშინ ღამით შაბათის ფინალის წინ გუნდმა პირველად ივარჯიშა ლონდონში. დილით, სასტუმროში დასვენების შემდეგ ფეხბურთელები გაემგზავრენ ”არსენალის” სავარჯიშო ბაზაზე, რათა ჩაეტარებინათ ღამის ვარჯიში.
ფეხბურთელები ლონდონში სამშაბათს ღამით ჩაფრინდნენ. მათი ადრეული ჩაფრენა გამოიწვია ისლანდიური ვულკანის ამოფრქვევამ, რის გამოც ევროპაში ფრენებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. ფეხბურთელებმა დილით სასტუმრო ”The Grove Hotel”-ში დაისვენეს, ხოლო ღამით ვარჯიში განაახლეს.
ფეხბურთელები სავარჯიშოდ ”არსენალის” ბაზაზე გაემგზავრენ, რომელიც ლონდონის ჩრდილოეთით, ქალაქიდან 59 კილომეტრითაა დაშორებული. ვარჯიში ადგილობრივი დროით 18 საათზე დაიწყო. სესიაში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელმა მიიღო.
ლონდონის ”არსენალმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ”ბარსელონას” საკუთარი სავარჯიშო ბაზა დაუთმო. ბაზა გაიხსნა 1999 წლის 11 ოქტომბერს. ამ ბაზაზე ვარჯიშობს ინგლისის ნაკრები, როცა თამაში ”უემბლიზე” აქვთ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=n-9gOGWtP4c]



