workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” 81 მილიონი ფუნტი გაამზადა?!

“ბარსამ” 81 მილიონი ფუნტი გაამზადა?!

ინგლისური The Daily Mirror-ის თანახმად ბარსელონა ფერნანდო ტორესის გადასაბირებლად 81 მილიონ ფუნტს ამზადებს. გულშემატკივარს მოეხსენება, რომ გუშინ კატალუნიელებმა დაასრულეს დავიდ ვილას ტრანსფერი და ამჟამად ფაბრეგასის გადასაბირებლად იბრძვიან. წყაროს თანახმად ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი სანდრო როსელი, რომელიც გვარდიოლასთან ძალზედ ახლოსაა, არჩევის შემთხვევაში ტორესის ტრანსფერისათვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს. ცნობილია, რომ თავად ფეხბურთელი დამწუხრებულია ტიტულების არქონით ლივერპულში. ზოგადად მერსისაიდული კლუბის გარშემო სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია, ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია ბენიტესის, ჯერარდისა და ტორესის შესახებ. 26 წლის “ელ ნინიოთი” ჩელსი და მანჩესტერ სიტიც ინტერესდებიან.

წყარო:http://www.as.com/
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward