მიუნხენის “ბაიერნის” საკვანძო ფეხბურთელები, კინგსლი კომანი და ჟერომ ბოატენგი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ბარსელონასთან” გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.
კომანმა “ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა, თუმცა, Marca-ს ცნობით, ფრანგმა შემტევმა ლისაბონში გამართულ პირველ სავარჯიშო სესიაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა.
რაც შეეხება ბოატენგს, გერმანელმა მცველმა “ჩელსისთან” თამაშში ბარძაყი დაიზიანა. 31 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიაში განცალკევებით ივარჯიშა, თუმცა, იმავე წყაროს ინფორმაციით, იგი “ბარსელონასთან” მატჩისთვის სრულად გამოჯანრთელდება.
ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს კატალონიურ გუნდთან ბენჟამინ პავარი არ ეყოლება, რომელიც ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.
“ბარსელონა” და “ბაიერნი” ერთმანეთს პარასკევს, 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
ეს ის პავარია არგენტინა-საფრანგეთზე, მსოფლიოზე ცენტრიდან რო გაუტანა არგენტინას?. არადა რა კარგად მიდიოდა მაგ თამაშში საქმე.
და მეორე ფრთაზე რო ათამაშონ არც მაშინ გამოვა ნეტავ? იქით ხო მესი არ იქნება.
მემგონი ტიაგოც არ იქნება დისკვალიფიკაცია აქვს მგონი
ბოატენგმა თავი მოიმკვდარუნა ჩელსისთან გასაგები და ცნობილი მიზეზების გამო. ამიტო არ ითამაშებს
ინსინიესი არ იყოს ყველა ჩვენთან ხდება უკვდავი.
ბოატენგი როა კარგია, ფლიკი ძაან მაგარია მაგრამ ბოატენგი ზულეს ან ლუკას ერნანდესს რატომ ურჩევნია ვერ ვხვდები. აი კომპანია კარგად ყოფნა არ გამიხარდა
იმედია ბოატენგს დააყენებენ
არაფერი არ უშველის ბავარიას მაინც მითუმეტეს ამდენი ბლატაობების მერე
ბოატენგი გამოუშვით მესიმ უნდა გაგლიჯოს