workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩვენ მუდმივად რეკორდს რეკორდზე ვამხობთ, რაც შემთხვევითი არაა – ტომას მიულერი

ჩვენ მუდმივად რეკორდს რეკორდზე ვამხობთ, რაც შემთხვევითი არაა – ტომას მიულერი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბარსელონასთან” დაპირისპირებამდე, მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი, ტომას მიულერი საკუთარ კლუბს აქებს.

“ჩვენ მუდმივად რეკორდს რეკორდზე ვამხობთ, რაც შემთხვევით არ ხდება. თუმცა, თითოეულ მატჩს გულდმოდგინედ ვეკიდებით. “ბარსამ” ლა ლიგა ვერ მოიგო, რადგან გუნდს პრობლემები აქვს, მაგრამ ერთ შეხვედრაში ყველაფერი შესაძლებელია”, – ციტირებს გერმანელის სიტყვებს Mundo Deportivo.

“რეკორდმაისტერი” 2019 წლის დეკემბრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან მოყოლებული ყველა მატჩს იგებს.

ბოლო წაგებიდან, ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა აქტივში 1 ფრე და 26 მოგება ჩაიწერა.

შეგახსენებთ, მერვედფინალში “ბაიერნმა” ლონდონის “ჩელსი”, ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 7-1 დაამარცა. 180 წუთში მანუელ ნოიერის კარის აღება მხოლოდ ტემი აბრაჰამმა შეძლო; “ბარსელონა” კი ასეთი მრისხანე მეტოქის შეჩერებას 14 აგვისტოს შეეცდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 12 აგვ 2020, 14:02
    #9

    "ჩვენ მუდმივად რეკორდს რეკორდზე ვამხობთ, რაც შემთხვევითი არაა – ტომას მიულერი"
    ნუ ამის რეკორდები, ბუნდესლიგის მოგებებია. და ვის უნდა უკვირდეს როცა ყველა საუკეთესოს გერმანიიდან თავის გუნდში მიერეკებიან. ტყუილად არ აშაყირეს პრესაში ეხლახანს რუმენიგე, რომელმაც დაწერა თავის გვერდზე: "ბაიერნი არასდროს კონკურენტ გუნდებს ფეხბურთელებს არ ართმევსო"

  • Pako
    schedule 12 აგვ 2020, 09:14
    #8

    აიამათ გადაუარონნ და თუ უნდათ მერეე საჩხერის ჩიხურასთან და გორის დილასთან წააგონ ნეტარა ამტლიკინის გამო ფაშისტი გოჭები

  • M10 S9 D11
    schedule 11 აგვ 2020, 20:50
    #7

    ამათ ბარსა რა ჰგონიათ აუ რა ნერვები მეშლება ისე ლაპარაკობენ გეგონება დომჟალეს უ და ეთამაშონ

  • JUZI
    schedule 11 აგვ 2020, 18:39
    #6

    გაუშვი ნუ დაგვაფასებენ, ასე სჯობია რომ ძალიან სუსტი ვეგონოთ. რო გადავახევთ ბურთს თავზე მერე მიხვდებიან ვისთან ქონდათ საქმე.

  • LashaBarca
    schedule 11 აგვ 2020, 18:00
    #5
    თითქოს ბარსა რაღაც მივარდნილი გუნდი იყოს რომელიც თავის ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძოლეს ისე წინასწარ ზეიმობენ გერმანელები და მათი ფანები ნახევარფინალს და მაგათ დიდი იმედგაცრუება ელით წინ. ბუსი დაგვიბრუნდება +
    ვიდალი და ამ ნახევარდაცვას ვის უხვედრებენ ერთი ძაან მაინტერესებს, ტოლისოს?
  • me da barca
    schedule 11 აგვ 2020, 17:33
    #4

    ნაადრევი არ გამოდგეს შენი ბაქიბუქობა მახინჯო.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 11 აგვ 2020, 17:29
    #3

    Iniesta_8,
    ნამდვილად გეთანხმები მეგობარო თან ეს სლე მიულერი რაღაც ძან ბლატაობს და ვნახოთ ერთი რას იზამენ 14 ში

  • Iniesta_8
    schedule 11 აგვ 2020, 17:25
    #2

    ძალიან ძლიერი არც არავინ შეხვედრია წელს ბაიერნს და ბარსასთან ბევრად გაუჭირდება დარწმუნებული ვარ. ჩელსის ყველა ძლიერი გუნდი ამოტენის, ასევე საქათმე ტოტენჰემსაც, ბუნდესლიგაში კი საშუალო დონის გუნდები ბაიერნის გარდა ყველა

  • Pique_3
    schedule 11 აგვ 2020, 17:23
    #1

    მიულერ შე ნაგავო😊მაგრად არმევასებიიიიი და იმედია დაიჭერთ მესის შამბალას❤