workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესიმ არგენტინის საავადმყოფოებს სასუნთქი აპარატების შეძენა დაუფინანსა

ლიონელ მესიმ არგენტინის საავადმყოფოებს სასუნთქი აპარატების შეძენა დაუფინანსა

ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბრძოლის პარალელურად, “ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი, სამშობლოს არ ივიწყებს. 

მესიმ თავისი ფონდის მეშვეობით არგენტინის საავადმყოფოებს 50 სასუნთქი აპარატის შეძენა დაუფინანსა, რომლებიც ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის გამოიყენება. არგენტინაში, ისევე როგორც არც ისე დიდი ხნის წინ ესპანეთში, სასუნთქი აპარატების სერიოზული დეფიციტია. 

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, სამხრეთ ამერიკაში, ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა, არგენტინის ჯანდაცვის სისტემა კი კოლაფსის ზღვარზეა. 

სამედიცინო დანადგარების შეძენის გარდა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ლეო მესი კატალონიის რეგიონსა და არგენტინას ერთ მილიონ ევროზე მეტით დაეხმარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2020, 13:20

    ამ დამპლებს კიდევ, ამხელა ტალანტისთვის თვეში 1000 დოლარი დაენანათ, რომ ცოტა ჯანი მომატებოდა და სიმაღლე აეკრიფა.

    ციტატა: nika 54
    ამ დამპლებს კიდევ, ამხელა ტალანტისთვის თვეში 1000 დოლარი დაენანათ, რომ ცოტა ჯანი მომატებოდა და სიმაღლე აეკრიფა.


    ლეომ რო პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, არდადეგებზე როსარიოში გაემგზავრა, რადგან ძალიან იყო მონატრებული მშობლიურ ქალაქზე. იქ ყოფნისას თავის ყოფილ სკოლაშიც მივიდა და ნანახით გულდაწყვეტილი დარჩა, სკოლა ნგრევის პირას იყო.
    მისი სკოლის დირექტორი ყვება(წიგნში "მესი") მისი გამგზავრების შემდეგ ფოსტიდან დაურეკიათ რო ლეომ ბარსელონიდან სკოლისთვის ფული გადმორიცხა-ო. მე მეგონა 50 დოლარს (არგენტინულ ვალუტაში საკმაო თანხას) გამოგზავნიდა და გახარებული წავედი ეს დიდი ფული იყოო. და რამხელა იყო მისი გაკვირვება როცა ნახა რო ლეოს პირველი ხელფასიდან 5000 დოლარი გადმოერიცხა.

  • JUZI
    schedule 11 აგვ 2020, 09:56

    ქველმოქმედება კარგია.