პორტუგალიურმა გამოცემამ, A Bola-მ, ფრანსიშკუ ტრინკაუ გასული სეზონის გოლის საუკეთესო შემქმნელად დაასახელა.
20 წლის ფეხბურთელი 20.5 ქულით რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა. ჩემპიონატში მის ანგარიშზე 8 გოლი და 6 ასისტი იყო.
მან 15 შეტევა წამოიწყო, რომელთაც გოლი მოჰყვა და ასევე ორი პენალტი მოიპოვა.
ფრანსიშკუ “ბრაგას” ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო. პირველად ეს მარკო მოსორომ 2012/13 სეზონში მოახერხა.
“ბარსელონამ” პორტუგალიელი ტალანტი იანვარში 31 მილიონ ევროდ შეიძინა.
ყველა ტურნირზე ერთად, ტრინკაუმ 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის აქტივში 9 გოლი და 13 ასისტი იყო.



nika 54,
ეგ პორტუგალიის ჩემპიონატში
იუთუბის ვიდეოებით კარგი კი არა ძალიან მაჰარია და მეორე მესი მგონია ნეტა არ შევცდე..ვისკა ბარსა!!!💛💙💜💚❤
ტრინკაუ თუ გოლის საუკეთესო შემქმნელად დასახელდა, მაშინ მესის რა უნდა ეწოდოს?
კარგი ბიჭი ჩანს, მალე ვნახავთ საქმეში.
მე მეიმედება ამ ბიჭის იმედია გაამართლებს და დემბელესავით არ დაიტრამვება ყოველ მეორე თამაში