workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესის “ინტერში” გადასვლის შანსები ისევ არსებობს

ლეო მესის “ინტერში” გადასვლის შანსები ისევ არსებობს

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ვარსკვლავის, ლიონელ მესის მამა და აგენტი მილანში “ინტერთან” მისი შვილის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ხორხე მესი იტალიის ქალაქში სახლს ეძებდა, თუმცა 33 წლის ფეხბურთელის “ნერაძურიში” ტრანსფერზე ჭორები არ ცხრება.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მესი და მამამისი 2021 წლის ზაფხულში “ინტერში” ტრანსფერისთვის ნიადაგს ამზადებენ. იტალიელი ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ხორხე მესიმ დაახლოებით ორი კვირის წინ მილანის მდიდრულ გარეუბანში, Via Joe Colombo-ში, სახლი შეიძინა. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე იაფიანი ბინის შეძენა მინიმუმ 1 მილიონ ევროდ შეგიძლიათ.

Mundo Deportivo იტყობინება, რომ ხორხე მესი მისი შვილისგან განცალკევებით ცხოვრებას იწყებს და ამას “ბლაუგრანას” ლიდერის “ინტერში” ტრანსფერთან საერთო არაფერი აქვს.

ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ იტალიური წყაროს ცნობით, მესის მამამ მილანში სახლის შეძენის პროცედურა 6 ივნისს დაიწყო და ყველაფერი ფარულად გააკეთა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, “ინტერის” მფლობელი კომპანია Suning Holdings ლეო მესის ტრანსფერის ფინანსურს შესაძლებლობას სწავლობს. სწორედ მსგავს ხერხს მიმართა “იუვენტუსმა” პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენისას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 10 აგვ 2020, 14:04
    #6

    ციტატა: marco reus 11

    .სწორედ მსგავს ხერხს მიმართა "იუვენტუსმა" პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენისას


    რა ჩემი დურბინდი მოიგეს რო? ძან არასწორი ნაბიჯი გადადგა იუვემ სპორტული კუთხით. არ ვიცი მარკეტინგულად ამდენს რას შოულობენ, მარა სპორტულად.. ნახევარფინალს თამაშობდნენ ტიპები ყოველ მეორე სეზონზე ლიგაზე, 2ჯერ ფინალი ითამაშეს,მიიყვანეს რონალდუ და ხან აიაქსი ბულკავს 1/4ში ხან ლიონი მერვედფინალში😀 35 წლის რონალდუზე ააწყვეს გუნდი ,ვინ მოიფიქრა ეგ იმის თავში ჩამახედა. მაგათ რეალმა რო იყიდა 25 წლის რონალდუ ისევ ის რონალდუ ეგონათ😂


    ჯერ სად ხართ, რონალდუს აგენტი მენდეში, თურმე პსჟ-ს ელაპარაკება, რონალდუს თხოვნით.
    იუვე არ ვიცი გაამდიდრა თუ არა, მაგრამ თვითონ რო იხეირა ფაქტია. ორი ჩემპიონის ტიტული დაიმატა, რეალში რო ვერ ეღირსა ლეოს გამო.

  • JUZI
    schedule 10 აგვ 2020, 13:27
    #5

    არ გვიღალატებს ვარიანტი არაა.

  • Lasha71
    schedule 10 აგვ 2020, 01:04
    #4

    ნეტაი ერთი თქვენ არ აფრენდეთ

  • marco reus 11
    schedule 09 აგვ 2020, 22:28
    #3

    .სწორედ მსგავს ხერხს მიმართა "იუვენტუსმა" პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენისას


    რა ჩემი დურბინდი მოიგეს რო? ძან არასწორი ნაბიჯი გადადგა იუვემ სპორტული კუთხით. არ ვიცი მარკეტინგულად ამდენს რას შოულობენ, მარა სპორტულად.. ნახევარფინალს თამაშობდნენ ტიპები ყოველ მეორე სეზონზე ლიგაზე, 2ჯერ ფინალი ითამაშეს,მიიყვანეს რონალდუ და ხან აიაქსი ბულკავს 1/4ში ხან ლიონი მერვედფინალში😀 35 წლის რონალდუზე ააწყვეს გუნდი ,ვინ მოიფიქრა ეგ იმის თავში ჩამახედა. მაგათ რეალმა რო იყიდა 25 წლის რონალდუ ისევ ის რონალდუ ეგონათ😂

  • Anssumane
    schedule 09 აგვ 2020, 22:25
    #2

    ბართომეუს ურჩევნია თავი აიფეთქოს თორე სახალხოდ მო..ნავენ ეგ რო მოხდეს(გოგოებო ბოდიში)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 09 აგვ 2020, 22:13
    #1

    მესი არსად არ წავა აქ დაამთავრებს კარიერას