ინგლისის ეროვნული ნაკრების ექს-ფორვარდმა, მაიკლ ოუენმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” შანსები შეაფასა.
“როდესაც თამაშს კარში დარტყმების რაოდენობით აფასებთ – ეს ცალმხრივია. “ბარსელონა” არ გამოიყურება, როგორც გუნდი, რომელიც ფინალამდე მიაღწევს. მათ შემადგენლობაში ბევრი ტალანტია, თუმცა გუნდის დიდი ნაწილი დაბერებულია. მათ შეტევაში ტემპი აკლდებათ ხოლმე.
ჩემი აზრით, ეს არ არის ნამდვილი “ბარსელონა”. ვფიქრობ, უახლოეს სეზონებში ისინი დიდ განახლებას ჩაატარებენ.” – ოუენის სიტყვებს BT Sport ციტირებს.
შენ ხო რასამბობ გავდი იმ ფეხბურთელს ოქროს ბურთზე რომ ექნებოდა პრეტენზია
აი მარტო ამის გამოა ჩამოსაკიდი ბართომეუ ამათი სალაპარაკო რო გახდა ბარსელონა
ბართო შენი ოჯახი ავაწიოკე, რომ ბარსა ამ დონემდე მიიყვანე და დორბლიან გატუზოსაც საბლატაო მიეცი. აბა ადრე არც კი გაბედავდა იმის თქმას, რომ ბარსას ნოუ კამზე მოუგებდა.
ყვავ-ყორნები დაესია ბარსას, მაგრამ მომავალი წლიდან მოგხედავთ ყველას.
მართალია მართლაც ბებერი სასტავი გვყავს. ამიტომ უფრო მოტივირებულები არიან ყველამ იცის რომ პიკე რაკიტიჩი
ბუსკეცი ვიდალი და სუარესი თუ ბოლო არა ბოლოს წინა სეზონს ატარებენ აწი როდისღა უნდა მიეცეთ ასეთი შანსი რომ ლიგა მოიგონ ამიტომ მაქსიმუმი უნდა გაიღონ.
100%-ია. მაგრამ ამას დიდი პროფესორობა არ უნდა, ოუენმა კი არა მეც ვხედავ გუნდი ბერიკაცს გავს, სიარულიც კი რო უჭირს. აი პუჩის დონის სხარტი ფეხბურთელი რო გვყავდეს თუნდაც 4-5 კაცი, მესის კიდევ შეეძლება უხელმძღვანელოს და თამაში გააკეთოს.
ეგრეა ნამდვილად, მოულოდნელი შედეგები კი ხდება ყოველთვის, მარა მოსალოდნელი ისაა, რაც თქვა ამ კაცმა
ეგრე ეგონოს ყველას, ჯობია. ბაიერნს რო მოუგებთ მერე იტლიკინონ ვითომ ექსპერტებმა.
რო მივა და მოიგებს მერე კი აგეწვებათ ერთი ადგილი
კარგია კარგიაა ყველას ვეგონოთ აუსაიდერები 🙂