თითქმის 6-თვიანი პაუზის შემდეგ, “ბარსელონამ” “ნაპოლის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩი გამართა. კატალონიელებმა მეტოქე 3-1, ორი მატჩის ჯამში კი 4-2 დაამარცხეს.
“ბარსა” შეხვედრის დაწყებიდან მალევე თავური დარტყმით კლემან ლანგლემ დააწინაურა, რომლისთვისაც ეს ჩემპიონთა ლიგაზე “ბლაუგრანას” მაისურით პირველი გოლი იყო. 23-ე წუთზე, სხვაობა ლეო მესიმ გაზარდა. არგენტინელმა ულამაზესი ინდივიდუალური გოლი შემოგვთავაზა. მესიმ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ხელით თამაშის გამო მსაჯმა მისი გაუქმება გადაწყვიტა.
ტაიმის მიწურულს “ბარსელონას” კაპიტნის წინააღმდეგ “ნაპოლის” დაცვის ლიდერმა, კალიდუ კულიბალიმ, ძალიან უხეშად ითამაშა, რასაც იტალიელთა კარში პენალტის დანიშვნა მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი ლუის სუარესმა ზუსტად შეასრულა.
პირველი ნახევრის დასრულებამდე “ნაპოლიმ” სხვაობის შემცირება მაინც მოახერხა – გოლი ლორენცო ინსინიემ პენალტით გაიტანა.
მეორე ტაიმში ნეაპოლელების ამოცანა მატჩის არწაგება იყო, მაგრამ კიკე სეტიენის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ტრადიცია არ გაიმეორა და სასურველი შედეგის ბოლომდე მიყვანა მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხი სრულყოფილისგან ბევრად შორს იყო.
მატჩის შესახებ:
“ბარსა” ლიგის დასკვნით ეტაპზე პორტუგალიაში იასპარეზებს. ერთმატჩიან მეოთხედფინალში კატალონიური გრანდის მეტოქე მიუნხენის “ბაიერნი” იქნება, რომელმაც ლონდონის “ჩელსის” ჯამში 7-1 მოუგო. თამაში 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
Ან სიტი, ან ბარსა სხვა არა
აი ეს თამაში რო სტუმრად ყოფილიყო, რომა-ლივერპული გამეორდებოდა.
აფსუს, ეხლა ნეიმარი გვყავდეს…ლიგას დავდებდით.
გილოცავთ ! ნაპოლის რო გავცდებოდით ეჭვიც არ მეპარებოდა. ეხლა ბაიერნი გველოდება რომელიც ძაან მაგარ ფორმაშია მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რო ბაიერნსაც გავცდებით, ამას იმიტომ ვფიქრობ რომ დაცცვა ყავთ ძალიან სუსტი ვგულისხმობ დაცვით ასპექტს და თუ მესი გამორჩეულ თამაშს შემოგვთავაზებს მემგონი მათაც უნდა გავცდეთ. წარმატებები კარგი თაამაში ჩაატარა მთლიანად გუნდმა და ყოჩაღ ლენგლეს.
აბა სად უნდა ვიყოთ?
ბაიერნს ისე დავუმსხვრევთ ოცნების კოშკწბს როგორც მაშინ დაგვიმსხვრიეს სამარცხვინოდ, ამის ყველანაირი რესურსი გვაქვს და ბარსასთან ისეთი “ქილერი” გუნდი ვერავინ იქნება, როგორსაც ზოგიერთი ბაიერნს წარმოიდგენს, მგონი როდღეს ბიჭების შემართება გამოჩნდა, იმედიმაქვს ჩვენთვის ეს წელი დასამახსოვრებელი იქნება, მიდით ლომებო
ე მიდი და გვარდიოლას სიტის მოუგე… ამიტო ეს მოგება მაიმცდამაინც ნუ დაგაიმედებთ. ნაპოლისთან რო ასე შენარჩუნებაზე ვითამშეთ და საკმაოდ ქმნიდა მომენტებს ნაპოლი ბავარია და სიტი რო ბურთს გადაგვახევს თავზე ასე თუ ვითამაშებთ ხო ფაქტია. ერთადერთი რაც იმედს მაძლევს რათქმაუნდა ლეოა და ის ფაქტი რო ერთმათჩიანი დაპირისპირებებია.
თავიდანვე ლეოთი დაგეწყო))) ქვას ქვაზე არც ლეო ტოვებს და მეორე ტაიმი დიდი დასვენება იყო შემდეგი მატჩისთვის, რაღაც მომენტებში დაცვაც უნდა ვისწავლოთ და ამისთვის კაი შესაძლებლობა იყო
ლენგლე არი ძაიან მაგრი მცველი ❤️❤️იქ არაუხოც არი გარსიაც დაბრუნდა.მჯერა ლიდერი გახდება დაცვის ცენტრში ❤️❤️
Baierntan demboc gveyoleba da fatic ertertma sastartodan unda daiwyos uechveli!
საინტერესოა რომ მეოთხედფინალში გასული 8 გუნდიდან 6 ჩემიონთა ლიგა არსდროს მოუგია და2 გუნდი რომელმაც მოიგო ბარსა და ბაიერნი ერთმანეთს ხვდებიან დიდი ალბათობაა იმისა რო ახალი ჩემპიონი გვყავდეს
გილოცავთ!!!❤️