“ნაპოლის” დამრიგებელმა, ჯენარო გატუზომ, “კამპ ნოუს” საპრესკონფერენციო დარბაზში, “ბარსელონასთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“შესანიშნავად ვიცი, თუ როგორი კარგი გუნდია “ბარსელონა”. თუ სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს, ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ.
ინსინიემ გუნდთან ერთად ივარჯიშა. თუ მზად იქნება, ითამაშებს.
რასაც ბოლო დროს ვთამაშობთ, ეს ფეხბურთი არაა. რთული პერიოდი იყო და ვერ გეტყვით, ამით “ბარსელონამ” იხეირა თუ “ნაპოლიმ”.
ზუსტად ვიცი, როგორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ფეხბურთელობის დროს, წარმატებას სხვა სტილით თამაშით ვაღწევდი, ახლა კი სხვაგვარი თამაში მინდა.
მოგების შემდეგ მოგება კიდევ უფრო გინდება. ხვალ ჩვენ ევერესტის სიმაღლეზე უნდა ავიდეთ.
“ბარსელონას” ფანტასტიკური ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა ყურებაც სიამოვნებაა.
პირველ თამშში ჩვენ ვუტევდით მაშინ, როდესაც მეტოქე ბურთის ფლობაში გვჯობდა. უნდა შევძლოთ და როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ კარგად ვითამაშოთ.
როდესაც ასეთი დონის მატჩში თამაშობ, ბავშვობა უნდა გაიხსენო. ჩემმა ბიჭებმა უნდა იცოდნენ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი.”
თუ რამის თავი გქონდათ ნეაპოლში გააკეთებდით.