workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლოსანოს შანსი და მუქარა “ბარსელონას”

ლოსანოს შანსი და მუქარა “ბარსელონას”

Marca-მ “ბარსელონასთან” მატჩის წინ, ირვინგ “ჩაკი” ლოსანო გაიხსენა. კატალონური კლუბი, ლოსანოს გადაბირებით 2018 წელს ინტერესდებოდა. პსვ-ს ფორვარდს ტრანსფერზე დაეკითხნენ კიდეც, რაზეც ლოსანომ უპასუხა – “ბარსელონაში” თამაში ოცნების ასრულება იქნება.” ტრანსფერზე საუბრობდა მამამისიც, რუსეთში მიმდინარე მუნდილის პარალელურად განაცხადა, რომ ლოსანო “ბარსაში” გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა და მექსიკელი “ნაპოლიში” აღმოჩნდა.

“ჩაკი” ბავშვობიდან “ბარსას” გულშემატკივრობდა, ოთახში “ბარსელონას” დიდი პლაკატი ჰქონდა გაკრული და ამბობდა, რომ აუცილებლად ითამაშებდა ამ გუნდში, შემდეგ ლეო მესის ფანი გახდა და მასთან ერთად თამაშთანაც ახლოს იყო. ლოსანო განვლილი გზით უკმაყოფილო არ არის და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ 25 წლის არის, კიდევ ექნება შანსი “ბარსელონას” ყურადღება დაიმსახუროს.

ლოსანო “ნაპოლიმ” მისთვის სარეკორდო 42 მილიონ ევროდ შეიძინა, მექსიკელის გადაბირება კარლო ანჩელოტის მთავარი მოთხოვნა იყო, რომელმაც ფორვარდის თამაში რუსეთის მუნდიალზე იხილა და გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა შეეძინა.

გატუზოს მოსვლის შემდეგ, ლოსანოს სათამაშო დრო შეუმცირდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ლორენსო ინსინიეს ტრავმას, მექსიკელს ექნება შანსი კვლავ დაფიქსირდეს მსოფლიო ვარსკვლავთა რადარზე, ამაზე უკეთეს შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს, “კამპ ნოუსკენ” მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება მიპყრობილი და “ჩაკის” ექნბა შანსი, რომ “ბარსელონას” მესვეურები კვლავ დააფიქროს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • JUZI
    schedule 07 აგვ 2020, 18:48

    ეს ნაღდად არ გვჭირდება არაფერში.

  • Anssumane
    schedule 07 აგვ 2020, 18:17

    ციტატა: cezo45
    სადაც ანსუ ფატი გვყავს და კიდევ დემბელე გამოჯანმრთელდა არა მგონია ეს მოიყვანონ ბარსაში თან იტალიაში გაუჭირდა თამაში ჰოლანდიაში მართლა კარგად თამაშობდა მარა უფრო ძლიერ ჩემპიონატში ვერ გაქაჩა


    დემბელე იმედია დიდი ხნით გამოჯანმრთელდა და არა ერთი კვირით
    ისე ლოსანო ერთს ამოტენიდეს მართლა მინდა თორემ სხვაგვარად რადიკალური ცვლილებები არ მოხდება

  • M10 S9 D11
    schedule 07 აგვ 2020, 15:51

    ვის ემუქრება ეს უბედური

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 07 აგვ 2020, 13:45

    რავი უმაგრესი ბიჭია და ნაპოლიში ჩემი აზრით უაზროდ ჩაგრავენ. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში

  • cezo45
    schedule 07 აგვ 2020, 12:39

    სადაც ანსუ ფატი გვყავს და კიდევ დემბელე გამოჯანმრთელდა არა მგონია ეს მოიყვანონ ბარსაში თან იტალიაში გაუჭირდა თამაში ჰოლანდიაში მართლა კარგად თამაშობდა მარა უფრო ძლიერ ჩემპიონატში ვერ გაქაჩა