workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არიედო ბრაიდა მესის “ინტერში“ გადასვლაზე: ამას სრულად ვერ გამოვრიცხავ

არიედო ბრაიდა მესის “ინტერში“ გადასვლაზე: ამას სრულად ვერ გამოვრიცხავ

ბარსას ყოფილი დირექტორი, არიედო ბრაიდა, მესის “ნერაძურიში” გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და კომენტარი გააკეთა:

“იმის გათვალისწინებით, რომ მე ლეო მესის ვიცნობ, მისი მხრიდან გუნდის დატოვება ნაკლებად მოსალოდნელია. ის აქ მეფესავითაა და მთელ ქალაქს ძალიან უყვარს.”

“მის ტრანსფერს სრულად ვერ გამოვრიცხავ. ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი. მესი ჯადოქარია, რადგან ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია არარსებული რამ მოიფიქროს. მისი მსგავსი 30 წელიწადში ერთხელ იბადება.”

“მესი დიეგო მარადონას მსგავსი ფეხბურთელია. ის ისეთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ფეხბურთი შეგაყვაროს.”

ლეოს კონტრაქტს ვადა მომავალი წლის ზაფხულში გასდის, თუმცა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ჯერ საუბარი არ დაწყებულა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • JUZI
    schedule 07 აგვ 2020, 09:19
    #3

    მეფე არასად წავა. არ გვიღალატებს!

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 07 აგვ 2020, 07:09
    #2

    მესიმ თავისი შესაძლებლობები ბარსაში ამოწურა. ისეთს ვერაფერს ვერ შემოგვთავაზებს რომ გაგვაოცოს, თან მისი ტრანსფერით გუნდს შეუძლია ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ბოლო წლებში პანდემიის მიუხედავად გაძლიერდა, კიდევ უფრო გაიმყაროს ან რამდენიმე ისეთი ტალანტი დაიმატოს როგორიც მაგალითად უსმან დემბელეა

  • M10 S9 D11
    schedule 06 აგვ 2020, 23:19
    #1

    გაბურღეს უკვე ტვინი რაა არსად არ მიდის მესი ეს ბრაიდა კიდე რა ნეგატიური ტიპია წესიერი ილაპარაკოს რამე