workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია ალკანტარას შემოთავაზება ჩინეთიდან აქვს – Sport

რაფინია ალკანტარას შემოთავაზება ჩინეთიდან აქვს – Sport

“ბარსელონას” მფლობელობაში მყოფი ნახევარმცველის, რაფინია ალკანატარას მომავალი, რომელსაც კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელს შემოთავაზებები ჩინეთიდან, კონკრეტულად კი, “შანხაი შენჰუადან” აქვს. თუმცა, წყაროს თანახმად, ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში გადაბარგების პერსპექტივა უფრო ხიბლავს.

როგორც ცნობილია, ხსენებული სურვილი იმანაც განაპირობა, რომ, შესაძლოა, რაფინიას ძმა და “ბაიერნის” შუახაზელი, ტიაგო ალკანატარაც ინგლისში აღმოჩნდეს, ვინაიდან, მას “ლივერპულს” აქტიურად უკავშირებენ. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მათ ერთ ლიგაში თამაში უნდათ.

რაც შეეხება ბარსას მოთამაშის პიტენციურ ბრიტანულ კარიერას, მისით “ევერტონი” და “ვულვერჰემპტონი” ინტერესდებიან, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ კლუბებს არანაირი კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, ალკანტარამ გასული სეზონი “სელტაში” გაატარა, რომელიც, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მის გამოსყიდვას არ აპირებს. თავის მხრივ, 27 წლის ფეხბურთელის დატოვებას არც “ბლაუგრანა” აპირებს და წასვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • JUZI
    schedule 06 აგვ 2020, 19:18
    #2

    წავიდეს დიდ ფულს გადაუხდიან.

  • Don_Andresito
    schedule 06 აგვ 2020, 18:20
    #1

    იმედია 15 მილიონს გვაშოვნინებს მინიმუმ. ისე კი როცა თამაშობდა არასდროს არაფერი გაუფუჭებია