“ბარსა” “ნაპოლის” შეხვედრამდე სულ რაღაც სამი დღეა დარჩენილი. კლუბების ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს ორივე გუნდში ნათამაშები.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიეგო მარადონა უნდა ვახსენოთ, რომელიც ერთადერთია, ვინც “ბარსადან” “ნაპოლიში” გადაბარგდა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კატალონიაში დიდი ზარ-ზეიმით ჩაიყვანეს, მაგრამ ყველაფერი ცუდი გზით განვითარდა. დიეგო ხან ჰეპატიტს მკურნალობდა, ხან მოტეხილ ფეხს. ამას თან უძღოდა სკანდალური ჩხუბები ბილბაოში და კონფლიქტი ნუნიესთან.
მიუხედავად ამისა, ორი ლეგენდარული გოლი მაინც გაიტანა, ერთი “სანტიაგო ბერნაბეუზე”, რის შემდეგაც პუბლიკამ ტაშით დააჯილდოვა, ხოლო მეორე “ცვერნა ზვეზდასთან”, რომელიც მსგავსი სტილით გატანილ გოლებში, ერთ-ერთი საუკეთესოა. (თუ არა საუკეთესო).
დიეგომ ორჯერ მოხსნა სატრანსფერო რეკორდი – როცა “ბარსამ” შეიძინა და როცა “ნაპოლიმ” შეიძინა. ნეაპოლში ღმერთი გახდა და კლუბს ყველაფერი მოაგებინა, ჩემპიონთა თასის გარდა.
ლორან ბლანი “ნაპოლიში” 1991/92 წლებში თამაშობდა. ეს დიეგოს შემდგომი ეტაპი იყო, ამიტომ “ნაპოლის” დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. ასევე მცირე დრო გაატარა “ბარსელონაში”, კონკრეტულად კი მხოლოდ ერთი სეზონი – 1996 წელს, ლორან ბლანმა, კლუბთან ერთად კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
მესამე ფეხბურთელი, რომელსაც ორივე კლუბში უთამაშია, პეპე რეინაა. მისი კარიერა “ნაპოლიში” უფრო წარმატებული იყო, ვიდრე “ბარსელონაში”, ის იმ მეკარეთა რიცხვში ჩაეწერა, რომელთა გამოც, “ბარსას” აქილევსის ქუსლად, წლების განმავლობაში, სწორედ მეკარის პოზიციას ასახელებდნენ.
პეპე რეინა მოქმედი ფეხბურთელია, ის ამჟამად “ასტონ ვილაში” თამაშობს.
უნდა გავიმარჯვოთ.
#VisçaBarça❤💙
#Visçacatalunia💛💛