workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხულიო სალინასი: 4 ან 5 ტრავმირებული ფეხბურთელი რომ გვყავდეს, “ნაპოლის” მაინც უნდა მოვუგოთ

ხულიო სალინასი: 4 ან 5 ტრავმირებული ფეხბურთელი რომ გვყავდეს, “ნაპოლის” მაინც უნდა მოვუგოთ

ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი და “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი, ხულიო სალინასი, რომელიც კატალონიური გუნდის ღირსებას 1988-94 წლებში იცავდა, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მეოთხედფინალზე საუბრობს. 

“რა თქმა უნდა, “ნაპოლი” კარგი გუნდია, მაგრამ ეს “იუვენტუსი” არაა. მათ სერია ა-ში სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულეს. თუ სტუმრად 1-1-ის შემდეგ ვნერვიულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდ ფორმაში ვართ. 

ოთხი ან ხუთი ტრავმირებული ფეხბურთელი რომ გვყავდეს, ეს ბარიერი მაინც უნდა დავძლიოთ. სხვა შემთხვევა კატასტროფა იქნება.

როცა “ბარსა” პაუზის შემდეგ დაბრუნდა, გუნდი კარგად თამაშობდა, მაგრამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველაფერი წყალში ჩაყარეს – მაგალითად, “სელტასთან”. იმედი მაქვს, ვნახავ ისეთ “ბარსელონას”, რომელიც “რომასა” და “ლივერპულის” სცენარების განმეორებას აღარ დაუშვებს და სრულად კონცენტრირებული იქნება”. – ციტირებს სალინასის სიტყვებს Sport. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • JUZI
    schedule 05 აგვ 2020, 08:49
    #2

    აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

  • me da barca
    schedule 05 აგვ 2020, 00:22
    #1

    ყველას მაგის იმედი გვაქვს.