“ბარსელონა”, 4 დღეში, 8 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში “ნაპოლის” დაუპირისპირდება.
“ნაპოლისთან” მატჩი, არაერთი მიზეზის გამო, ძალიან საინტერესო იქნება. Tribuna წარმოგვიდგენს მიღწევებს, რომლებიც, შესაძლოა, “ბარსელონელებმა” ნეაპოლელებთან თამაშში დააფიქსირონ.
საოცარი გარბენი ჩემპიონთა ლიგაზე
“ბარსელონა”, “ნაპოლისთან” გამარჯვებით, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურინრზე ზედიზედ 36-ე საშინაო თამაშში დაუმარცხებელი გახდება. კატალონიელებმა “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 35 შეხვედრიდან 31 მოიგეს, 4 კი ფრედ დაასრულეს.
ლეო მესის შანსი
“ბლაუგრანას” კაპიტანს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალებში 26 გოლი გაუტანია, რაც საუკეთესო შედეგია. მესის შანსი აქვს, საკუთარი მიღწევა გააუმჯობესოს.
მესი ჩავის უახლოვდება
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ლეგენდარულ რაიან გიგზს უკვე გაუთანაბრდა. ლეო მესი ამაზე გაჩერებას, რა თქმა უნდა, არ აპირებს.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ხუთეული შეხვედრების რაოდენობის მიხედვით:
- იკერ კასილიასი – 177
- კრიშტიანუ რონალდუ – 169
- ჩავი – 151
- რაული – 142
- გიგზი/მესი – 141
პიკე პუიოლს გაუთანაბრდება
ჟერარ პიკე, იმავე სტატისტიკაში, კატალონიური გუნდის ლეგენდარულ კაპიტანს, კარლეს პუიოლს გაუთანაბრდება. 33 წლის მცველი, “ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, მონაწილეობას 115-ე თამაშში მიიღებს.
რეკორდების დადაც ვატირე, მთავარია ლიგა დავდოთ.
კამპ ნოუზე ბოლოს ბაიერნთან წავაგეთ 2012/13 წლების სეზონში. რა დრო გავიდა…