“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი და 90-იანების ლეგენდარული Dream Team-ის წევრი, ალბერტ ფერერი, კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.
“კარგია, რომ “ბარსას” მესი ჯერ კიდევ ჰყავს. ის კვლავ საუკეთესოა და ნებისმიერ მომენტში, როცა ბურთს იღებს, რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს.
ვერცერთ გუნდს ექნება იმის თქმის პრეტენზია, რომ იმდენადაა დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე, როგორც “ბარსა”. “ბარსელონას” სჭირდება ის, რომ სხვა მოთამაშეების როლიც მნიშვნელოვანი გახდეს. მათ აუცილებლად უნდა გააკეთონ რამე განსხვავებული იმისთვის, რომ ყველაფერი მესის არ ეხებოდეს. ახლა ამის რესურსი ნამდვილად არის. გუნდში პერსპექტიული ფეხბურთელები თამაშობენ, მაგალითად, ანსუ ფატი, რომელიც შანსს იმსახურებს”. – აცხადებს ფერერი.
მესიზე აქვ გუნდს აწყობილი თამაში და იქნება კიდევაც დამოკიდებული მარა ამ დონეზე ნამდვილად არ უნდა იყოს
აგაშენა ღმერთმა, აბა ჩვენ რას ვიძახით 3 წელია. რაც ნეიმარი წავიდა მესის მეტი თამაშის გამწვავებაზე არავინ ფიქრობს. მერე იძახიან მესი ფეხით დადისო. აბა რა ქნას, 33 წლის კაცმა 90 წუთი გაუჩერებლად ირბინოს? მერე რა იქნება დაღლილი რო მიიღებს ბოლო წუთზე კარში დარტყმის თავი აღარ უნდა ქონდეს?
იმენა ყველას სათქმელი თქვა ამ კაცმა, მიიღებენ თუ არა ბურთს ყველა მესის ეძებს,ეპიზოდის თავის თავზე ამღება არავის უნდა.
მართალია,იცის კაცმა