workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა გზა გაიარა “ნაპოლიმ”

რა გზა გაიარა “ნაპოლიმ”

8 აგვისტოს, 165 დღიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდება. “ბარსელონა” მეორე მერვედფინალურ შეხვედრას გამართავს “ნაპოლისთან”. პირველი მატჩი, “სან პაოლოზე” 1:1 დასრულდა.

დაუმარცხებელი ჯგუფურ ეტაპზე

“ნაპოლი” საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა, მიუხედავად ამისა ერთი შეხვედრაც არ წაუგია. ჯგუფური ეტაპი, “ლივერპულთან” დადებითი ბალანსით ჩაამთავრა – ერთი მოგება, ერთი ფრე. თუმცა, პირველი ადგილი მაინც ვერ წაართვა.

სახლში მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა “ზალცბურგთან” (1:1), დანარჩენი ორი შეხვედრა, “ლივერპულთან” და “გენკთან” დამაჯერებლად მოიგო. ამ ორ შეხვედრაში “ნაპოლიმ” 6 გოლი გაიტანა და არც ერთი არ მიუღია საკუთარ კარში.

ხოლო გასვლით შეხვედრებში, 4 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა.

ახალი მწვრთნელი

დეკემბერში, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ჯენარო გატუზომ, კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლა. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოდიოდა, მაგრამ სერია ა-ში პრობლემები იყო. “ნაპოლიმ” ზედიზედ შვიდ შეხვედრაში ვერ მოიგო.

ანჩელოტის ძლიერი მხარე ჩემპიონატში კარგი თამაში არასდროს ყოფილა. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა კი დე ლაურენტისს არ აკმაყოფილებდა. ამიტომ “პაპა კარლო” გაუშვეს და მის ნაცვლად მოვიდა ჯენარო გატუზო.

გუნდის გადაწყობას დიდი დრო დასჭირდა, გატუზომ პირველი 5 შეხვედრიდან, 4 წააგო. გუნდი მეთერთმეტე პოზიციამდე დაქვეითდა, შემდეგ მისმა მეთოდებმა შედეგი გამოიღეს და “ნაპოლი” ისევ ათამაშდა.

საბოლოოდ “ნაპოლიმ” მეექვსე ადგილი “მილანთან” დათმო, მაგრამ ჯენარო მაინც კმაყოფილი იყო, ბოლო შეხვედრაში ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა, რომის “ლაციო” დაამარცხეს – 3:1.

ბურთის ფლობის საუკეთესო მაჩვენებელი 

გატუზოს ხელში, “ნაპოლი” უფრო დაცვითი გუნდი გახდა, რომელიც აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებს, მიუხედავად ამისა, ბურთის ფლობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აქვს – 59%.

ამავე დროს, იტალიის ჩემპიონატში, ყველაზე მეტი პასი გააკეთეს (22.877).

კოპა იტალია

“ნაპოლიმ”, “ბარსელონასგან” განსხვავებით, ამ სეზონში ერთი ტიტული უკვე მოიგო – იტალიის თასის ფინალში, “იუვენტუსი” დაამარცხა, თერთმეტმეტრიანების სერიაში.

ეს პირველი ტიტული იყო, ხუთი წლის შემდეგ. ამ გამარჯვებით “ნაპოლი” პირდაპირ მოხვდება უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, რის საშუალებასაც სერია ა-ში დაკავებული მეშვიდე პოზიცია არ აძლევდა.

ლიდერები

ფაბიან რუისი “ბარსელონასთის” კარგად ნაცნობი ფეხბურთელია. “ბარსა” დიდი ხანია ესპანელს აკვირდება, მას ძალიან კარგი მარცხენა ფეხი აქვს, უყვარს ბურთის დაჭერა და ბოლო პასის გაკეთება. სავარაუდოდ, სწორედ ის იბრძოლებს ცენტრის მოსაპოვებლად, ფრენკი დე იონგის პირისპირ.

დრის მარტენსი “ნაპოლის” საუკეთესო ბომბარდირია, ყველა ტურნირზე გატანილი გოლების მიხედვით. მას უფრო მეტი აქვს შეგდებული, ვიდრე ჰამშიკს და მარადონას.

გარემარბს ცენტრფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, მან ამ სეზონშიც ყველაზე მეტი გაიტანა (16 გოლი), მაგრამ ბოლო ექვს შეხვედრაში არ გაუტანია და მცირე დაზიანებაც მიიღო.

კაპიტანი

ლორენცო ინსინიემ “ლაციოსთან” შეხვედრაში ტკივილი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა, გატუზო იმედიანად არის განწყობილი და თვლის, რომ კაპიტანი თამაშს შეძლებს.

“ნაპოლის” ამ მხრივ ერთხელ უკვე გაუმართლა, განმეორებითი შეხვედრა, რომ მარტში გამართულიყო, ნახევარი გუნდი, ტრავმის გამო თამაშს ვერ შეძლებდა, მაგრამ იგივე “ბარსელონაზეც” შეიძლება ითქვას, პაუზის შემდეგ ლუის სუარესი დაბრუნდა და ვინ იცის, იქნებ უსმან დემბელეც ვიხილოთ განაცხადში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • gio-rakitich
    schedule 04 აგვ 2020, 00:36
    #4

    ვაი ჩემო საცოდავო ბარსელონავ საით მიექანები,ნაპოლისთან ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში რომ საყოყმანოა გასვლა არ გასვლის ბედი შემდეგ ეტაპზე და ერთდროს მონოპოლისტური კლუბი რომ ვიყავით რომელიც ნებისმიერ გრანდთან ასპარეზზე მზათ იყო მინიმუმ ტოლი არ დაედო და მაქსიმუმ ზედ გადაერბინა უხვ გოლიანი ჰანდიკაპით.
    რას ვიფიქრებდი თუ ყოველი პირველი მეორე პოსტი ნეაპოლელებზე დამხვდებოდა იმის გასარჩევად თუ რა ძალებს ფლობენ ვიცოდეთ რა დარტყმას მოგვაყენებენ,არც კი მჯერა რომ ნაპოლიზე ვწერ :დ სხვანაირი მახსოვს ჩემი კლუბი 😭

  • nikusha
    schedule 03 აგვ 2020, 18:45
    #3

    ტერ შტეგენი
    სემედუ-პიკე-ლენგლე-ალბა
    ს.რობერტო-რაკიტიჩი-დე იონგი
    მესი
    სუარესი-გრიზმანი

    [ნეტუ, არაუხო, ფირპო, მონჩუ, პუჩი, ანსუ ფატი, კოლიადო]

    გრიზმანი-ანსუ ფატი
    რაკიტიჩი-რიკი პუიგი
    დე იონგი-ფირპო

    ციტატა: njanka1977
    აგერ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ბარსა გამოვარდება, სამწუხაროდ. წარმოიდგინეთ…მთელი გუნდი შვებულებაში იყო, განცხრომაში, იახტებზე, ოჯახით, ეს სეზონი მათთვის მაინც ვერ შეფასდება წარმატებულად, კლუბში არეულობაა, ცუდი გარემოა შექმნილი მათ ირგვლივ, ხელფასები შეუნცირეს, კიდევ სთხოვენ შემცირებას, მწვრთნელს ყურს არ უგდებენ… აი რისი იმედი უნდა გვქონდეს?! გამოვლენ, ერთ თამაშს წააგებენ და განაგრძობენ შვებულებაში ნებივრობას… ვიდრე, ირბინე, იწვალე, ან გამოგივა ან არა…და აგერ ნაპოლი, მათთვის ეს მატჩი მთელი ცხოვრების ოცნებაა, ლოდინია, ისტორიაა… სა მე გეკითხებით, რა მიზეზით უნდა მოიგოს ბარსელონამ?!

    ☹️🤦🤷


    იმდენს ტრამაბახობენ ნეაპოლელები და იმხელაზე აქვთ ენა გადმოგდებულები რომ მათ უნდა მოვუგოთ წესით და რიგით რადაც არ უნდა დაგვიჯდეს

    ციტატა: M10 S9 D11
    მათდა სამწუხაროდ ეგ გზა კამპ ნოუზე დამთავრდება


    ღირსებიც იქნებიან არც სანახაობრივი ფეხბურთს თამაშობენ არც დაცვითს არც შემტევს და ეგეთ გუნდს ეგეთი ბედი უწერია ყოველთვის

  • njanka1977
    schedule 03 აგვ 2020, 18:39
    #2

    აგერ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ბარსა გამოვარდება, სამწუხაროდ. წარმოიდგინეთ…მთელი გუნდი შვებულებაში იყო, განცხრომაში, იახტებზე, ოჯახით, ეს სეზონი მათთვის მაინც ვერ შეფასდება წარმატებულად, კლუბში არეულობაა, ცუდი გარემოა შექმნილი მათ ირგვლივ, ხელფასები შეუნცირეს, კიდევ სთხოვენ შემცირებას, მწვრთნელს ყურს არ უგდებენ… აი რისი იმედი უნდა გვქონდეს?! გამოვლენ, ერთ თამაშს წააგებენ და განაგრძობენ შვებულებაში ნებივრობას… ვიდრე, ირბინე, იწვალე, ან გამოგივა ან არა…და აგერ ნაპოლი, მათთვის ეს მატჩი მთელი ცხოვრების ოცნებაა, ლოდინია, ისტორიაა… სა მე გეკითხებით, რა მიზეზით უნდა მოიგოს ბარსელონამ?!

    ☹️🤦🤷

  • M10 S9 D11
    schedule 03 აგვ 2020, 13:01
    #1

    მათდა სამწუხაროდ ეგ გზა კამპ ნოუზე დამთავრდება