ლონდონის “არსენალი” “ბარსელონას” ვარსკვლავის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული. “მეთოფეების” მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა, ივან რაკიტიჩს ტელეფონით პირადად ესაუბრა, კლუბის გეგმები გააცნო და აუხსნა, თუ რა როლი ექნება მას გუნდში. ეს ცნობა Express-ს ეკუთვნის.
მიუხედავად იმისა, რომ “არსენალმა” პრემიერ ლიგაში ცუდი შედეგი აჩვენა, თასის მოგება მაინც მოახერხა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. შედეგად, ლონდონელების ბიუჯეტი გაიზარდა და მათ “ბარსასთვის” მეტის გადახდა შეეძლებათ.
რაკიტიჩის “ბარსელონაში” დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია და ეს კატალონიელებისთვის ხორვატი ფეხბურთელის სარფიანად გაყიდვის ბოლო შანსია. მომდევნო ზაფხულში მას კლუბის უფასოდ დატოვება შეეძლება.
ფული ბაბაია, ფული გადაიხადე და წაიყვანე .
30/40 რეალურია ახლა ამ პირობებში
მომავალ წელს გასდის კონტრაქტი ამიტო მგონია 30 მ სავსებით ნორმალურია მერე უფასოდ წასვლას