workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უმბერტო მასკიო: უდიდესი ფეხბურთელების წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ მესი საუკეთესოა

უმბერტო მასკიო: უდიდესი ფეხბურთელების წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ მესი საუკეთესოა

უმბერტო მასკიომ, რომელიც არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ პიროვნებად მიიჩნევა, თავისი თანამემამულე და “ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი შეაქო. 

“დი სტეფანოს, პელეს, მარადონასა და კრუიფის თამაში მინახავს, მაგრამ მესი საუკეთესოა. 

მსოფლიოს უდიდესი მოთამაშეების წინააღმდეგ მოედანზე ვყოფილვარ და მაინც მიმაჩნია, რომ ლეო მესი ყველას აღემატება. რა თქმა უნდა, გენიოსები ადრეც თამაშობდნენ, მაგრამ მაშინ ფეხბურთი უფრო ნელი იყო. უბრალოდ გააანალიზეთ მესის გოლები. ის ხშირად არ დარბის, მაგრამ როცა ამას აკეთებს, საოცრებების ჩადენა შეუძლია”. – განაცხადა არგენტინელმა. 

მასკიო 1953-1968 წლებში “რასინგში” და სერია ა-ს რამდენიმე წამყვან კლუბში, მათ შორის “ინტერსა” და “ფიორენტინაში” თამაშობდა. არგენტინაში თამაშის შემდეგ, ის იტალიის ნაკრების წევრიც იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 01 აგვ 2020, 12:56

    სულ მაგას ვიძახი, თუ ვინმეს ახსოვს პელეს თამაში, ლეოს აჩქარება ბურთიანად როცა ბურთი მიკრული აქვს ფეხზე მასაც კი არ ქონია. ერთადერთი მარადონა ახერხებდა ბურთიანად ისე სწრაფად მოძრაობას როგორც ლეო. მაგრამ უბედურება ის არის, მარადონას ყველა თამაში რო გადავაბათ ლეოს 2-3 სეზონიც არ გამოვა, თუ ამას მის უდისციპლინობას და მოედანზე ვირობას გავიხსენებთ, მისი ლეოს გვერდზე დაყენებაც კი სირცხვილია.

  • ousmane dembele 11
    schedule 01 აგვ 2020, 08:04

    დემბელეს ტრამვაზე რა ისმის?

  • neo222
    schedule 01 აგვ 2020, 04:07

    Es vinaaa. Pirvelad gavige

  • M10 S9 D11
    schedule 01 აგვ 2020, 01:38

    აი ზუსტი შეფასება ამასაა სულ რო ვუმტკიცემ მარადონა პელეს ფანებს მაშინდელი ფეხბურთი ეხლანდელი ეზოს ფეხბურთის დონისაც არაა

  • Albicelecte
    schedule 01 აგვ 2020, 01:33

    საღოლ ბაბუ, მაგარი კაცია 🤠