მონჩუს შეძენით უკვე 7 კლუბი ინტერესდება

მონჩუს შეძენით უკვე 7 კლუბი ინტერესდება

“ბარსელონა ბ-ს” კაპიტანი, მონჩუ, რამდენიმე კლუბის ინტერესის ობიექტი გახდა, კატალონიელები ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ ზაფხულში მიიღებენ, იტყობინება Diario Sport.

“ვალენსია”, “ბეტისი”, “რეალ სოსიედადი”, ჩამოთვლილი კლუბები მონჩუს შეძენით პირველები დაინტერესდნენ. ტრანსფერი სურდა “ხეტაფეს” და “გრანადასაც” თუმცა ამ გუნდების სათამაშო სტილს 20 წლის შემტევი ვერ ერგება. 

იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ, მონჩუ “სასუოლოსა” და “ფიორენტინას” დაუკავშირა, თუმცა “სასუოლოს” ინტერესი მეტად კონკრეტული გახლავთ, რადგან “ბარსა ბ-ს” ახალგაზრდა კაპიტნის შეძენა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ზერბიმ პირადად მოითხოვა. 

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 30 ივლ 2020, 14:05

    მერე 7 გუნდი თუ ინტერესდება აუწიეთ ფასი მაქსიმალურად, თუ არა და სულაც ნურსად ნუ გაუშვებთ. თორემ რა გამოდის ვყიდით 10-15 მილიონებად ვყიდულობთ 30-50 მილიონად. ვყიდულობთ 120-140 მილიონად და 60-70 მილიონადაც კი ვეღარ ვყიდით.