რამონ როდრიგესი, იგივე “მონჩუ” შესაძლოა, “ნაპოლისთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში არტურ მელოს შემცვლელად ვიხილოთ, იტყობინება Mundo Deportivo.
როგორც უკვე ვიცით, არტურ მელო “ბარსელონაში” დაბრუნებას და ვარჯიშს აღარ აპირებს, კიკე სეტიენის გუნდი კი “ნაპოლისთან” მატჩს ისედაც დიდი დანაკლისით ხვდება, სერხიო ბუსკეტსის და არტურო ვიდალის არყოფნით (ორივე დისკვალიფიცირებული).
რაც შეეხება მონჩუს, 20 წლის შემტევი “ბარსელონა ბ-ს” ბომბარდირია, 10 გატანილი გოლით და 3 საგოლე გადაცემით, დიდი ალბათობით, ფეხბურთელი განაცხადში მოხვდება.




მივესალმები, წარმატებები მონჩუს და მის თანაგუნდელებს.ნელ ნელა უნდა მოიხოდონ და დიდი ფეხბურთი ითამაშონ.
ამ სეზონში მაინც არცერთი ტიტულის შანსი არ გვაქვს და ახალგაზრდებმა ითამაშონ კაია