ლუის სუარესი “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, ურუგვაელი კლუბის ცოცხალი ლეგენდა და ბევრის აზრით, “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო ცხრიანია. სუარესს უკვე 33 წლის არის, ეს ასაკი თანამედროვე ფეხბურთში აღარ გამოიყურება ისე შემაშფოთებლად, როგორც თუნდაც 10 წლის წინ, მაგრამ ლუისმა ბოლო ორ სეზონში, ორი ოპერაცია გაიკეთა, სისწრაფე დაკარგა, დამძიმდა და მხოლოდ სათამაში კლასის იმედზეღაა დარჩენილი.
სუარესს კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს, ამ მოცემულობით “ბარსა” მის გაყიდვას უნდა ცდილობდეს, მაგრამ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ სუარესი თამაშების 60%-ს ჩაატარებს, კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ ერთი წლით, RAC1-თან ინტერვიუში, ურუგვაელმა დაადასტურა, რომ მისი მიზანი, სწორედ ეს არის.
სუარესის სიტუაციას აკვირდება დევიდ ბექჰემი, რომელიც აქტიურად ცდილობს თავის კლუბში ვარსკვლავების მიწვევას. როგორც MD ავრცელებს, სუარესმა უკვე მიიღო ამერიკიდან შემოთავაზება: მაღალი ხელფასი, პლუს სარეკლამო ხელშეკრულებები და იდეალური საცხოვრებელი პირობები, მაგრამ ლუისს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერს მერეც მოასწრებს, ერთი ან ორი წლის შემდეგ.
ჯეკა მაგარია.ერთი წელი მინიმუმ უნდა დარჩეს
ჯობია რო წავიდეს რა