კიკე სეტიენი თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპისთვის ემზადება. მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი, გაემგზავრება თუ არა “ბარსა” ლისაბონში და დიდი ალბათობით, კიკე სეტიენის ბედიც გაირკვევა.
“ბარსა” ვარჯიშს დღეს დაუბრუნდება და 8 აგვისტომდე, როგორც ფიზიკურ, ისე ტაქტიკურ მომზადებას, დეტალურად გაივლის. AS-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსას” ფეხბურთელებისთვის ინდივიდუალური პროგრამა აქვს გაწერილი.
სანამ გუნდი ვარჯიშს შეუდგება, მანამდე კორონავირუსის ტესტი უნდა გაიაროს. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპაში ვირუსის მეორე ტალღა წამოვიდა, რომელმაც სტატისტიკური მაჩვენებელი ისევ დაამძიმა.
ფეხბურთელებს მკაცრი დიეტის დაცვა მოუწევთ, გუნდის ექიმები შიშობენ, რომ მათი ორგანიზმი ასეთ ტემპს ვერ გაუძლებს, სულ მხირე ხნის წინ, მარათონულად ჩაამთავრეს ჩემპიონატი, ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშით, ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში, ამიტომ დაუნიშნეს მკაცრი დიეტა თევზით, C და D ვიტამინებთან ერთად.
ასევე ექიმების მოთხოვნაა, რომ ფეხბურთელებმა ყოველ ღამე, ზუსტად შვიდი საათის განმავლობაში გამოიძინონ, არც მეტი, არც ნაკლები.
ასევე, გეგმაშია ფსიქოანალიტიკოსების ჩართულობა, სტრესთან გასამკლავებლად. ბოლო შეხვედრებმა გვაჩვენეს, რომ მათ ეს ნამდვილად სჭირდებათ.




ნუ გგონიათ ნაპოლისთან ადვილად გავისეირნებთ. გატუზო ჩაკეტავს თამაშს, ავტობუსს ჩააყენებს და თავის შანს დაელოდება, იტალიელებს ეს ხომ სისხლში აქვთ. ბარსას კი ავტობუსა გუნდებთან სულ უჭირს.
კატოკით უნდა გადავუაროთ ნაპოლის
Napolis ki ara didia shansi ligis mogebis, 4 tamashi mxolod da mteli mondomeba es xom ligaa, xolo setieni mainc unda gaushvan romc movigot